ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს და გრიპის ვირუსის დროს თვითმკურნალობისგან თავის შეკავებას ურჩევს

29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი ვაქცინა. აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიულად ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ქვეყანაში არ ცირკულირებს, შესაბამისად, ეს პერიოდი ვაქცინაციისთვის საუკეთესოა.

„ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით აიცრებიან პირველ რიგში მაღალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ იმის მიხედვით ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვექნება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მომზადებული რეკომენდაციების მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფებში არიან ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მქონე პირები.

„განსაკუთრებით მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს, რადგან განსაკუთრებული რისკი გრიპის გართულების არის სწორედ ორსულებში - მიმართონ შესაბის პოლიკლინიკებს და აიცრან რამეთუ ყველაზე კარგი საშუალება გრიპის გართულების პრევენციისთვის არის ვაქცინაცია. ასევე რისკჯგუფებში შედიან სამედიცინო მუშაკები, რომლებიც მინისტრის იანვრის ბრძანებით არის დამტკიცებული. სასურველია, რომ სწრაფად აიცრან მედიცინის მუშაკები, რამეთუ ისინი პირველი ხვდებიან გრიპის ვირუსის მქონე პაციენტს“, - განმარტა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აცრების გარდა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება, სველი წესით ოთახების დასუფთავება.

„მთავარია, რომ თუ გრიპის ზოგადი სიმპტომები არის და ეს არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თვითმკურნალობა გრიპის დროს არ არის დასაშვები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს და გრიპის ვირუსის დროს თვითმკურნალობისგან თავის შეკავებას ურჩევს

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში