ლამბორჯინის სუპერ ტროფეოს  ევროპის ჩემპიონი შოთა აფხაზავა გახდა

26-27 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ „ხერესში“ LAMBORGHINI SUPER TROFEO 2019 მსოფლიო ფინალი გაიმართა.

აღნიშნული შეჯიბრი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.

მსოფლიო ფინალი კი JEREZ DE LA FRONTERA-ში Circuito de Jerez de la Frontera- მ ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის რბოლებში გამარჯვებულებს უმასპინძლა.

საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებდა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელი, მრბოლელი შოთა აფხაზავა - ArtLine Team Georgia- ი # 12 -სთან ერთად.

ლამბორჯინის ევროპის თასის ტიტული სწორედ შოთა აფხაზავამ დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა Pro-Am კატეგორიაში.

„მნიშვნელოვანია, რომ შეჯიბრში მოვიგეთ და საქართველოს დროშა ავაფრიალეთ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსთავის ავტოდრომის ინფრასტრუქტურა გვიწყობს ხელს იმაში, რომ მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნის ბრბოლელები სავარჯიშოდ საერთაშორისო დონის ტრეკზე. მიხარია, რომ საქართველოში გამარჯვებულები ვბრუნდებით “, - აცხადებს შოთა აფხაზავა.

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს