კომპანია „აიფაუერმა“ მზის ელექტროსადგურების განთავსება დაიწყო

ქართულ ინდუსტრიულ ჰოლდინგში „აიგრუპი“ შემავალი კომპანია „აიფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფურელიანმა და გერმანული კომპანიის „ეი სოლარის“ დირექტორმა დურბეკ ფატახოვმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორ კომპანიას შორის უვადო პარტნიორობას, სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ერთმანეთისთვის ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსის მინიჭებას საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებული ტენდერებისა თუ სხვა პროექტების ფარგლებში.

„აიფაუერი“ ახლად შექმნილი კომპანიაა, რომლის მიზანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, რაც ადვილად მიღწევადია ტრადიციული ენერგომატარებლების ჩანაცვლებით და ალტერნატიული წყაროებით ელექტროენერგიის გენერაციის გზით.

კომპანია „აიფაუერის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე 5 მეგავატი სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგურები განთავსდება. ეს მაჩვენებელი მომდევნო ხუთ წელიწადში 50 მეგავატამდე გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ მხოლოდ გერმანული კომპანიის „ეისოლარის“ მიერ საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში არსებულ ქარხანაში წარმოებულ მზის მოდულებს ვიყენებთ.

„დღევანდელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა ეკოლოგია, დაბინძურებული გარემო და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენი ჯგუფი ფუნდამენტურად იღებს გარემოსთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებს და კომპლექსურად უდგება ამ საკითხს. ერთი მხრივ, ქვეყანაში ელექტრომობილების ბაზრის განვითარება, მეორე მხრივ საჭირო და აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და ასევე, ალტერნატიული გზებით გენერირებული ელექტროენერგიის მიწოდება ელექტრომობილების გასამართი სადგურებისთვის, სწორედ ის წრედია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებას და ამით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უწყობს ხელს. სწორედ ამ ამბიციური გეგმებით მოდის ჩვენი ჯგუფი. თუმცა, ამ გზაზე საჭიროა მყარი პარტნიორები. დღეს სწორედ ასეთ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ვფიქრობ, ბაზარზე ასეთი ძლიერი გუნდის არსებობა გაცილებით მალე მიგვიყვანს საერთო მიზნამდე - დავუტოვოთ მწვანე ქვეყანა ჩვენს მომავალ თაობებს“, - აცხადებს „აიფაუერის“ გენერალური დირექტორი გიორგი ფურელიანი.

კომპანია „ეი სოლარი“ საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს. გასულ წელს კომპანიამ ქ. ქუთაისში გახსნა მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც საქართველოში წარმოებული პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ ბაზარს, ისე ევროკავშირის, ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.

„ჩვენ საქართველოში გავხსენით საწარმო და აქტიურად დავიწყეთ წარმოების პროცესი იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა ღია იყო ბიზნესისთვის და საზოგადოებაც მზად ახალი იდეებისთვის. „აიფაუერის“ სახით უკვე გვყავს პარტნიორი საქართველოში, ვისთანაც გვაერთიანებს საერთო მიზანი - ეკოლოგიურად სუფთა გზით ელექტროენერგიის გენერაციის დაწყება საქართველოში. ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვახორციელებთ ინვესტიციებს მაღალტექნოლოგიურ, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაში. დღეიდან კი უკვე „აიფაუერთან“ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, უზრუნველვყოთ მწვანე ენერგია საქართველოს მოსახლეობისთვის“, - აცხადებს „ეი სოლარის“ დირექტორი დურბეკ ფატახოვი.

პირველი პროექტი, რომელიც პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს „აიფაუერის“ სატესტო სადგური იყო. პირველი კომერციული სადგურის მშნებელობა კი უკვე დაიწყო.

(R)

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება