აშშ ირანის სულიერ ლიდერთან დაახლოებულ პირებს ახალ სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციები ეხება 9 პირს, რომლებიც დაახლოებული არიან ირანის სულიერ ლიდერ აითოლა ალი ხამენეისთან, რომელთაგან ერთ-ერთი ხამენეის შვილია.

როგორც აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტი აცხადებს, ვაშინგტონმა სანქციები ასევე დააკისრა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებს.

ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გუშინ, ირანმა ურანის გამდიდრების ახალი ეტაპი დააანონსა.

„ეს პირები დაკავშირებულნი არიან რეჟიმის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებთან, მათ შორის 1983 წელს აშშ-ს საზღვაო ყაზარმების დაბომბვასთან ბეირუთში. ისინი ასევე კავშირში არიან მოქალაქეების წამებასთან, არამართლებულ მკვლელობებსა და მშვიდობიანი მოქალაქეების რეპრესიებთან“,-აცხადებენ ვაშინგტონში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა