დავით ჭიჭინაძე - 2020 წელი ნამდვილად აღარ იქნება საქველმოქმედო წელი

ერთი წლის წინ საქართველოს მოსახლეობამ „ვალიც დააბრუნა“ და „ქველმოქმედებაც“ გაიღო, შესაბამისად ანგარიშიც გასწორებული და გათანაბრებულია, მაგრამ 2020 წელიც უკვე ნამდვილად აღარ იქნება საქველმოქმედო წელი,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად გაიგო, რომ აღარ ჰქონდა ის ძალაუფლება, რაც 2013, 2014, 2015 წლებში, ამიტომ მას მოუწია თხოვნა.

„ამ თხოვნას მოსახლეობა დაჰყვა და მხარი დაუჭირა, მაგრამ თხოვნა შეიძლება დააკმაყოფილო ერთხელ.

დღეს უკვე პირდაპირ თუ ირიბად, ივანიშვილი თავად აღიარებს, რომ არ გამოუვიდა არაფერი რადგან, მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც თითქმის ყოველ დღე გვაოცებს და ქვეყანას, მის სტაბილურობას ძალიან ბევრ ხიფათს უქმნის. მივიღეთ ხალხთან დაპირისპირებული პრემიერი, მივიღეთ მინისტრები, რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ ქვეყნის მასშტაბით და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამტარებლები არიან და მივიღეთ მოსახლეობასთან პრაქტიკულად დაშორებული ბიძინა ივანიშვილი.

2020 წელიც უკვე ნამდვილად აღარ იქნება საქველმოქმედო წელი. ხოლო რადგან ივანიშვილი მაინც იმ პოლიტიკოსებზე დებს ფსონებს, რომლებიც მის გარშემო არიან, მე ვურჩევდი ჯობია წაგებით გაუშვას ეს ადამიანები და აცალონ მათ, ვინც ამ ქვეყანას ფეხზე დააყენებს. ამას გარდა, ადამიანები, რომლებიც ორ ვადაზე მეტ ხანს ცდილობენ ხელისუფლებაში დარჩენას, უბრალოდ ცვდებიან და მათ ახლის შეთავაზების პოტენციალი აღარ გააჩნიათ”,- აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, „ქვეყნის განვითარებას ყოველთვის სჭირდება ახალი ძალა და ძალიან დიდი ხიფათი არსებობს იმის, რომ თუ 2020 წელს არ იქნება დემოკრატიული არჩევნები, კიდევ ერთხელ გავიაროთ ის, რაც ერთხელ უკვე ვნახეთ“.

აღნიშნულ კომენტარს დავით ჭიჭინაძის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს