სასტუმრო Holiday Inn Telavi-ში ღვინის კვირეულის ღონისძიება ჩატარდა

სასტუმრო Holiday Inn Telavi, რომელიც თელავში პირველი ბრენდული სასტუმროა ხშირად მართავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო ღვინის კვირეული, რომელიც ოქტომბრის მიწურულს ჩატარდა. მსგავსი ღონისძიება წელს პირველად გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების სხვადასხვა სახეობის ღვინოები. სასტუმროს წარმომადგენლების თქმით, ღვინის კვირეულის მიზანია, რომ ხელი შეეწყოთ ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს, რათა მათი პროდუქცია უკეთ გაიცნოს და დააგემოვნოს რაც შეიძლება მეტმა მომხმარებლემა, მათ შორის ქართველმა და უცხოელმა ტურისტებმა. ეს კი თავის მხრივ გაზრდის ქართული ღვინის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე. ამასთან აღნიშნული ინიციატივით Holiday Inn Telavi ხელს შეუწყობს ღვინის კულტურისა და ღვინის ტურიზმის განვითარებას რეგიონში. Holiday Inn Telavi-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ღვინის კვირეული ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც მსხვილ კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო სეგმენტს.

წლევანდელ კვირეულში მონაწილებოდნენ შემდეგი ღვინის კომპანიები:

GWS – „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“. კომპანია, რომელიც 20 წელზე მეტია მეღვინეობის ადგილობრივი თუ საექსპორტო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი და მსხვილი მოთამაშეა. წარმატების მთავარი გასაღები კი პროდუქციის მუდმივად მზარდი ხარისხია, რაც პროფესიონალთა გუნდის თითოეული წევრის ძირითადი საზრუნავი და ორიენტირია.

„ღვინის კომპანია შუმმა“ დეგუსტაციაზე დამსწრე საზოგადოებას დასაგემოვნებლად წარმოუდგინა პრემიალური და ექსკლუზიური ღვინოები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსებზე არაერთი უმაღლესი ჯილდოს მფლობელია. აქვე გაიმართა ორი ახალი უნიკალური, სარეზერვო ღვინის „ლაზარესა“ და „გენეზისის“ პრეზენტაცია.

ღვინის კომპანია ჩელთი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და მათი მიზანი თავიდანვე იყო მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოება. ღვინო იწარმოება კლასიკური და ტრადიციული მეთოდებით. 2019 წელს მეღვინეობა ჩელთი 10 ოქროს და 2 გრანდ ოქროს მედალის მფლობელი გახდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსებზე.

მილორავების საოჯახო სასტუმრო და მარანი მილორაული დაარსდა 2015 წელს. მათთან მისულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს როგორც სასტუმროს მომსახურებით, ასევე დააგემოვნოს ქართული სამზარეულო, ადგილზე გაეცნოს ტრადიციული კახური წესით ქვევრში ღვინის დაყენების ტენოლოგიას, დააგემოვნოს და შეიძინოს სხვადასხვა სახეობის ქვევრის ღვინოები: ქისი, ხიხვი, მწვანე, საფერავი, რქაწითელი და მონტეპულჩიანო.

საოჯახო ტიპის მარანი „ლაელმარანი“, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ მანანა თუშმალიშვილის. მას ოჯახის წარსულმა, მისმა მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ მისცა საშუალება წამოეწყო მცირე საოჯახო ბიზნესი. ღონისძიებაზე სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო რქაწითელი, ქვევრის ნახევრად მშრალი თეთრი ღვინო, რომელიც დავარგებულია ქვევრში ჭაჭასთან ერთად.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა