მიხეილ ბატიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი - სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი

პირველად, სწორედ ამ ხელისუფლების დროს გახდა განათლება მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ ბატიაშვილმა მისი მინისტრობის პერიოდის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში მოხდა ძირეული გარდატეხა.

„ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა მრავალი უპრეცედენტო მიღწევა სპორტის მიმართულებით, დავიწყეთ ცვლილებები კულტურის სფეროში, რაც აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებას, ხოლო განათლების სისტემაში მოხდა ძირეული გარდატეხა. ეს არის „ქართული ოცნების“ უდიდესი მიღწევა.

პირველად, სწორედ ამ ხელისუფლების დროს გახდა განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს უკვე დადასტურდა საქმით!“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ყოფილი მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მისი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც შეუქცევადი პროცესია.

„ამ ეტაპზე, როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა იმ კომპლექსურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით განხორციელდა.

„ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები მთელი სისტემის, განათლების ყველა მიმართულებით და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროფესიონალების იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროში მუშაობს, იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება”, - განაცხადა ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა