ნათია თურნავამ საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის შესაძლებლობების შესახებ მოხსენება გააკეთა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის შესაძლებლობების შესახებ მოხსენება გააკეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში დიდი ყურადღება დაუთმო ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პოტენციალს და იმ პროექტებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის, რომ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორები კონკურენტუნარიანი გახადოს.

მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სარტყელისა და გზის ინიციატივას და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სარკინიგზო მულტიმოდალურ სატრანსპორტო მარშრუტს - შუა დერეფანს, რომლის განვითარების მიზნით ქართული მხარე დერეფნის სხვა მონაწილე წევრებთან ერთად ერთობლივად მუშაობს. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შუა დერეფნის უპირატესობებზე სხვა ალტერნატივებთან შედარებით და მოუწქოდა საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს მეტად გამოიყენონ აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობები.

თემატურ პანელზე შუა დერეფნის შესაძლებლობის შესახებ ასევე გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსთან თანამშრომლობაზე სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. ორივე მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რომელთა შორის მსხვილი გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

თემატური პანელში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თემატურ პანელს ასევე დაესწრო სს „საქართველოს რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნათია თურნავამ საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის შესაძლებლობების შესახებ მოხსენება გააკეთა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის შესაძლებლობების შესახებ მოხსენება გააკეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში დიდი ყურადღება დაუთმო ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პოტენციალს და იმ პროექტებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის, რომ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორები კონკურენტუნარიანი გახადოს.

მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი სარტყელისა და გზის ინიციატივას და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სარკინიგზო მულტიმოდალურ სატრანსპორტო მარშრუტს - შუა დერეფანს, რომლის განვითარების მიზნით ქართული მხარე დერეფნის სხვა მონაწილე წევრებთან ერთად ერთობლივად მუშაობს. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შუა დერეფნის უპირატესობებზე სხვა ალტერნატივებთან შედარებით და მოუწქოდა საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს მეტად გამოიყენონ აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობები.

თემატურ პანელზე შუა დერეფნის შესაძლებლობის შესახებ ასევე გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსთან თანამშრომლობაზე სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. ორივე მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რომელთა შორის მსხვილი გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

თემატური პანელში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თემატურ პანელს ასევე დაესწრო სს „საქართველოს რკინიგზის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია