ჯერ კიდევ გაქვთ შანსი წლის საუკეთესო საცხოვრებელ კორპუსში შეიძინოთ ბინა (R)

SEU Development • სეუ დეველოპმენტი-ს საცხოვრებელმა კომპლექსმა - ჯიქიას 7 ნომერში - 2018 წელს - უკრაინაში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმზე და დაჯილდოებაზე EEA Real Estate Forum & Project Awards წლის საუკეთესო საცხოვრებელი პროექტის ნომინაციაში გაიმარჯვა.

პროექტი მდებარეობს მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში - ჯიქიას #7-ში. კომპლექსიდან ფეხით 10 წუთის სავალ გზაზეა მეტროსადგური “უნივერსიტეტი”. მიმდებარე ტერიტორიაზეა სკოლა, სპორტული მოედანი, აუზი, კლინიკები, რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და ა.შ. კომპლექსი შედგება ექსვი, რვა და თორმეტსართულიანი კორპუსებისგან. მათ შორის არის დასასვენებელი ზონა და საბავშვო გასართობი მოედანი. პროექტის სამშენებლო ფართი 16000 კვადრატულ მეტრამდეა. მშენებლობაში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. ბინებში თითოეული კვადრატული მეტრი ოპტიმალურად არის დაგეგმილი. კომპლექს გააჩნია მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომი, კომერციული და საოფისე ფართები.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ეს ჯილდო. მოხარულები ვართ, რომ გამარჯვება სწორედ ამ ნომინაციაში მოვიპოვეთ. ხარისხიანი მშენებლობა - ეს არის ის, რაზეც ძალებს არ ვიშურებთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. შეგახსენებთ, 2017 წელს სეუ დეველოპმენტმა ამავე ფორუმსა და დაჯილდოვებაზე წარმატებული გაყიდვების ნომინაციაში მიიღო ჯილდო“, - აცხადებენ კომპანიაში.

გაყიდვაშია ერთ და ორ საძინებლიანი სულ რამდენიმე ბინა. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი წლის საუკეთესო საცხოვრებელ კორპუსში შეიძინოთ ბინა!

სეუ დეველოპმენტი დეველოპერულ ბაზარზე 2014 წლიდან შემოვიდა. კომპანიის გამოცდილი, მუდმივ განვითარებაზე მზრუნველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერგავს მშენებლობის მაღალ სტანდარტს, მშენებლობაში იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

www.seudevelopment.ge

www.facebook.com/SEUdevelopment

596 70 70 70

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა