მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების შეძენაში თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება აქვთ სარგებელი ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

„პროგრამის შინაარსობრივი ცვლილებები მიზნად პროგრამის პირობების გამარტივებას ისახავს, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას და მათთვის დამატებითი მასტიმულირებელი გარემოს შექმნას გულისხმობს , რაც სამომავლოდ პროგრამაში უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ჩართვას განაპირობებს.

ცვლილებების თანახმად, პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, ახალი რედაქციით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 14 მეპაიეს, ნაცვლად 20 მეპაიესი, ინდივიდუალურად საკუთრებაში უნდა ქონდეს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახისა. ამასთან, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი პროგრამას განახორციელებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შემცირდება 10 მეპაიემდე, ნაცვლად 20 მეპაიესი, რომელთაგან, არანაკლებ 7 მეპაიეს ინდივიდუალურად საკუთრებაში ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს არანაკლებ 0.1 ჰექტარი ვენახისა.

ახალი პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები უზრუნველყოფენ საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენებას/რეკონსტრუქციას, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების 90%-იან თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა.

აღნიშნული ცვლილება უფრო გაამარტივებს და მოქნილს გახდის პროგრამის შესრულების პირობებს სააგენტოს მხრიდან. თუ პროექტის განხორციელება დაგეგმილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სააგენტოს თანადაფინანსება მოიცავს არანაკლებ 50 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის ღირებულების, არაუმეტეს 95%-იან თანადაფინანსებას. აღნიშნული ცვლილებით, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტის დაწყებიდან დღემდე, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყურძნის გადამმუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო დაფინანსდა, 12 კახეთის რეგიონში და 1 იმერეთში. კოოპერატივებმა, 100 ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის, სახელმწიფოსგან ჯამურად 6 მილიონ ლარამდე ღირებულების საჭირო აღჭურვილობა მიიღეს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა