ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს - თქვენც გაიგეთ? კარგია ხუმრობა საღამოს, დაღლის ფონზე - უმრავლესობის წევრები იკრიბებიან სამსჯელოდ და არა ვინმეს დასატუქსად

უმრავლესობის წევრები იკრიბებიან სამსჯელოდ და არა ვინმეს დასატუქსად, - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კაჭრეთში ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრას, რომელსაც უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტული პირები დატუქსა, დეპუტატი ხუმრობას უწოდებს.

„თქვენც გაიგეთ? კარგია ხუმრობა საღამოს მითუმეტეს დაღლის ფონზე. უმრავლესობის წევრები იკრიბებიან ხოლმე არა ვინმეს დასატუქსად, არამედ კონკრეტულ საკითხებზე სამსჯელოდ. ჩვენი ინტერესია საზოგადოების გამოწვევებზე მსჯელობა და მათ შორის, ეს შეხვედრებიც ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად ახლო კონტაქტი გვქონდეს საზოგადოებასთან, ამომრჩევლებთან. ეს შეხვედრები არის საქმეზე ორიენტირებული იმისთვის, რომ უფრო მეტად ვიშრომოთ ჩვენი საზოგადოების და არა ვინმეს დატუქსვისთვის. ასე, რომ ეს დავტოვოთ ხუმრობად",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა