ეკა ბესელიას შეფასებით, შეიძლება ადამიანმა იოცნებო განსაკუთრებულ ციფრზე, მაგრამ შეუძლებელია 2020 წლის არჩევნებში პარტიის რეიტინგის 60%-მდე გაზრდა დაისახო

შეიძლება ადამიანმა იოცნებო განსაკუთრებულ ციფრზე, მაგრამ შეუძლებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში ასეთი ამოცანა დაისახო, - ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ჟურნალისტებთან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა კაჭრეთში გამართულ შეხვედრაზე 2020 წლისთვის პარტიის რეიტინგის 60%-მდე გაზრდა მოითხოვა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ ესაუბრება რეალურ სურათზე, მათ შორის, ვერც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბედავს ამას.

„60%-ის მოთხოვნა ან მიზნად დასახვა ოცნების ზღვარსაც კი სცილდება. შეიძლება ადამიანმა იოცნებო განსაკუთრებულ ციფრზე, მაგრამ შეუძლებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში ასეთი ამოცანა დაისახო, როცა დაინახავ პოლიტიკურ მოცემულობას. ეს უკვე ჩანს, რომ შეუძლებელი და მიუღწევადია. ის, რომ კრიტიკული იქნება პარტიის თავმჯდომარის განწყობა მოცემულ ვითარებაში, ამის საფუძველი აქვს. თუმცა, მე ვეჭვობ, რომ მას ჰყავდეს ირგვლივ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ პირდაპირ უთხრან სათქმელი ან კრიტიკული მოსაზრება მიაწოდონ. მას ამის დეფიციტი ნამდვილად უკვე აქვს. ამას ჩვენ ვახერხებდით როცა ვიყავით შიგნით და პირადად მე, არ მქონდა ამის პრობლემა. ახლა ვერ გავიხსენებ ვინ შეიძლება მას პირდაპირ და ღიად უთხრას, რომ ასე არ არის ყველაფერი ლამაზ ფერებში, როგორც ჩანს, ვერც გახარია,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა