1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9613 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9586 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2687 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2808 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0121 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.