აქციის მონაწილეები„ამირანში“ შესვლას ცდილობენ

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები „ამირანში“ შესვლას ცდილობენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიცია შესვლის უფლებას არ აძლევს.

აქციის ზოგიერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მიერ განთავსებულ რკინის ჯებირზე გადასვლას ცდილობს. მათ ნაწილს ნიღბები უკეთია.

აქციაზე ხდება პიროტექნიკის გამოყენება.

„ამირანთან“, სადაც ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

აქციის მონაწილეებმა ვერის პარკიდან „ამირანთან“ რამდენიმე წუთის წინ გადაინაცვლეს.

იხილეთ ვიდეო პირდაპირ ეთერში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო