კინოათეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მიმდინარეობს. რაც შეეხება „თბილისი მოლში“ არსებულ სიტუაციას, სასულიერო პირებმა და აქციის მონაწილეებმა, „კარფურის“ ტერიტორიიდან უშუალოდ სავაჭრო ცენტრში, „კავეასთან“ გადაინაცვლეს, თუმცა, ადგილზე სიმშვიდეა.
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ფილმის ჩვენება „კავეა ისთ ფოინთშიც“.
კინოთეატრის წინ აქციის რამდენიმე მონაწილე და სასულიერო პირი იმყოფება. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ამ დრომდე დაძაბულია ვითარება კინოთეატრ „ამირანთან“.