მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯიღაურასა და წილკნის ბაზებზე სტუდენტებს უმასპინძლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობაში ახალაგაზრდა კადრების მოძიების და ჩართვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქარველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტების სტუდენტებს ჯიღაურას მარავლწლოვანი კულტურების და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე უმანსპინძლა.

მათივე ცნობით, ახალგაზრდები ცენტრის საქმიანობას და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ, ჯიღაურას ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექციები დაათვალიერეს და ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

სტუდენტებმა ვირუსოლოგიისა და ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორიები დაათვალიერეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.

UNESCO 2001 წლიდან აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც საზოგადოების და მეცნიერების დაახლოება, მეცნიერებაში არსებული სიახლეების შესახებ მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და საზოგადოების ცხოვრებაში მეცნიერების როლის ხაზგასმაა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს