ამერიკის საელჩოსთან კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში" დასაქმებულები აქციას მართავენ

ამერიკის საელჩოსთან კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში" დასაქმებული პირები აქციას მართავენ. ისინი ამერიკულ-ქართული ნავთობკომპანიისგან 10 თვის დავალიანების გადახდას ითხოვენ.

მათივე განცხადებით, კომპანია ნავთობის მოპოვებას, ბურღვას, დატვირთვასა და გაყიდვას ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს და მძიმე მრეწველობაში მომუშავეებს ჯანმრთელობის პოლისის გარეშე, ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა.

„ვაპროტესტებთ იმას, რომ 4 წლის განმავლობაში დაგროვდა 10 თვის დავალიანება, რომელიც ჩვენ არ აგვიღია. ვითხოვთ ჩვენი ხელფასის ანაზღაურებას, რომლის გამოც ჩვენ ვიშრომეთ, ვიმუშავეთ და დღემდე არ მიგვიღია. აქ მდგომი ყველა ადამიანი არის ამ კომპანიის თანამშრომელი და ყოველივე მათგანს იგივე პრობლემა აქვს“, - განაცხადა აქციის მონაწილე ივერი წიკლაურმა.

საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა