ზვიად ძიძიგური სალომე სამადაშვილს - მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ?

მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ? - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს სალომე სამადაშვილს. ძიძიგური სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც სამადაშვილმა უმრავლესობის წევრები ბიძინა ივანიშვილის გოშიებად მოიხსენია.

ზვიად ძიძიგურმა კოლეგებს ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ, მე , რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? ასეთი მიმართვა კოლეგასთან შეიძლება? პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ არ დასრულდება, ყველამ გავითვალისწინოთ, ის რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაც ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ ამის ვალდებულება ყველას გვაქვს“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის უმრავლესობის წევრებს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მიმართა. „თქვენ არ ხართ პარლამენტის წევრები, გოშიები ხართ, ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭების თავშეყრა“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა