ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი ტექნიკური შეხვედრა დასრულდა.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოგის განცხადებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ დაფიქსირებულა.
„ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა, რომელიც წნელისი-ჩორჩანის საკითხთან დაკავშირებით იმართებოდა, ახლახანს დასრულდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარმოადგინა მონიტორინგის შედეგები, რომელიც 24/7-ზე ხორციელდება. მნიშვნელოვანი პროგრესი არ დაფიქსირებულა, თუმცა, მონაწილეები მზად არიან განაგრძონ დისკუსიები შემდგომი დეესკალაციისთვის“,- წერს ჰოგი „ტვიტერის“ გვერდზე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"