ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა შვედეთის სამეფოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი გამოფენის „Stockholm Food and Wine 2019“ ფარგლებში, წარმოდგენილმა ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რამაც შვედი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ღვინის სამშობლოში ვიზიტის, ქართული ღვინის ნაირსახეობების გაცნობის და ადგილობრივ ბაზარზე ღვინის ექსპორტის სურვილი გაუჩინა.

„მოხარული ვარ ქართული ღვინით ასეთი მასშტაბური დაინტერესებით. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. ჩვენ, როგორც ღვინის სამშობლო, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ შვედეთის სამეფოდან სტუმრებს და მოხარული ვიქნებით ორ ქვეყნას შორის ღვინის ინდუსტრიაში აქტიური თანამშრომლობით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში „Stockholm Food and Wine 2019“ ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენა დიდი პოპულარობით სარგებლობს სკანდინავიის რეგიონში და მას ყოველწლიურად 40 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და მომხმარებელი სტუმრობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდნენ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს