ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით

2019 წლის შემოდგომიდან „ტოიოტა“ ქართველ მომხმარებელს ახლა უკვე დიზელის ძრავიან „ტოიოტა ფორტუნერს“ სთავაზობს, რომლის 4 ცილინდრიანი, 2,4 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავი 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც კიდევ უფრო საიმედოს და მძლავრს ხდის მის შესაძლებლობებს. დიზელის ძრავიანი „ტოიოტა ფორტუნერი“ საოჯახო, კომფორტული SUV-ია, მაღალი გამავლობის ლეგენდარული „ჰაილუქსისეული“ ნიჭით. „ტოიოტა ფორტუნერი“ დიზელის ახალი ძრავით სამაგალითო ყველგანმავალია, რადგან აქვს სრული ამძრაობა და უკანა ღერძის დიფერენციალის ბლოკირების სისტემა, რომლის ჩართვა/გამორთვაც სალონში არსებული ღილაკით ხდება.

დიზელის ძრავიანი „ტოიოტა ფორტუნერი“ მედიის წარმომადგენლებმა კახეთში, „ტოიოტა კავკასიის“ მიერ ორგანიზებული ტესტ-დრაივისას გამოსცადეს. მაღალი კომპლექტაციის შეემთხვევაში სპეციფიკაციები, რომლებითაც ეს მოდელი არის აღჭურვილი მოიცავს: უკანა ხედვის კამერას, აღმართის ელექტრონულ ასისტენტს, უკანა პარკირების სენსორებს, კრუიზ-კონტროლს და ა.შ. ინტერიერში შეხვდებით მულტიმედია-სისტემას და ახალ ცენტრალურ მონიტორსაც კი, რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მგზავრობას როგორც უგზოობის, ასევე ქალაქის პირობებში.

ახალი ”ტოიოტა ფორტუნერი”, უკვე დიზელის ძრავით,ყველგანმავალთა კლასის ღირსეული წარმომადგენელია, რომელსაც შეუძლია გადალახოს ნებისმიერი სახის უგზოობა და იყოს თქვენი თავდაჯერებულობის გარანტი ნებისმიერ გზაზე.

„ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, „ტოიოტა ფორტუნერი“, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, არის „ტოიოტას“ ხაზის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, რომელმაც დღეიდან მისი დაარსებისა მსოფლიოს ავტომოყვარულთა აღტაცება დაიმსახურა და ასევე სწრაფად შეაყვარა თავი ქართველ მომხმარებელს“, - მიიჩნევენ „ტოიოტა კავკასიაში“.

ცნობისთვის, 2005 წელს „ტოიოტამ“ თავისი ახალი მოდელის „ტოიოტა ფორტუნერის“ გამოშვებით, მსოფლიოს ახალი ტიპის ყველგანმავალი წარუდგინა, რომელიც მისი სხვა წინამორბედებისგან განსხვავებით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიკაპის -„ჰაილუქსის“ ბაზაზეა აწყობილი. აღსანიშნავია, რომ „ფორტუნერმა“ სულ მცირე ხანში მოიპოვა აღიარება და მისმა პოპულარობამ მოლოდინებს გადააჭარბა. ეს არის მაღალი გამავლობის კომფორტული ოფროუდერი, რომელიც საიმედოა ნებისმიერი სირთულის გზაზე. 2005 წლიდან დღემდე „ფორტუნერი“ არის უგზოობის სიმბოლო, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ყველგანმავალი.

დღესდღეობით ,”ტოიოტა” მომხმარებელს მეორე თაობის ”ფორტუნერს” სთავაზობს, რომლის წარმოებაც 2015 წელს დაიწყო. ახალი „ფორტუნერი“ გაცილებით უფრო კომფორტული სვლით ხასიათდება. მისი იერსახე აერთიანებს, საიმედოობას, მოხერხებულობასა და სპორტულობას. მას აქვს ტრაპეციის ფორმის ქრომირებული ცხაური და გამობურცული წინა მაშუქები.

„ტოიოტამ“ „ფორტუნერი“ ქართველ მომხმარებლებს 2016 წლის გაზაფხულზე გააცნო. აქაც მისმა პოპულარობამ არ დააყოვნა, რამაც შემდგომში ბიძგი მისცა იაპონურ ავტოგიგანტს, მისი ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავალის უკვე დიზელის ძრავიანი ვერსია შეეთავაზებინათ ადგილობრივი მომხმარებლებისათვის.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა