ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, 12 ნოემბერს პარლამენტს საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა უნდა დაეწყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

ოპოზიციის მტკიცებით, კენჭისყრის დაწყების ნაცვლად ლანძღვა-გინების დაწყების ინიციატორი უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ. მეტიც, ამ თემაზე საუბრისას მაჟორიტარმა დეპუტატმა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ 40-მდე მაჟორიტარი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, უმრავლესობამ მათ მიერვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილები გადაიფიქრა. უცნაურად გაიჟღერა იმავე მაჟორიტარი დეპუტატ ოქრიაშვილის მტკიცებამ, რომ თუ ამგვარი ცვლილებები მაინც იქნა მიღებული, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება 2021, ან 2022 წელს იქნება ჩასატარებელი.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას თავისივე ინიციატივაზე 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემითა და უბარიეროდ ჩატარების თაობაზე?

- პირდაპირ ვიტყვი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ოპოზიციას.

ოპოზიციას იმიტომ, რომ მხართეძოზე წამოწვა და თავი „საღათას ძილს“ მისცა და იფიქრა, რომ „ოცნება“ ჯგრიალით და ტაშის ცემით გაიტანდა მათთვის საფრთხედ ქცეულ პროპორციულ სისტემას. ასეთი გულარხეინ ხალხს რა უნდა პოლიტიკაში?!

ის მაინც არ ახსოვთ, თავად რამდენჯერ გაუტეხავთ პოლიტიკაში მიცემული სიტყვა და პირობა და „ოცნებას“ რა შეატყვეს დაპირებების პირნათლად შემსრულებლის?! თუ ოპოზიციას პროპორციული სისტემის დარტყმის ქვეშ დაყენება არ უნდოდა, გუშინ განხილვაზე წინმსწრებად უნდა მოეწვიათ და დაესწროთ სტუმრის სტატუსით დიპლომატიური კორპუსი სრული შემადგენლობით! მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება ეს პარლამენტის რეგლამენტს, რაღაც ფორმის გამონახვა შესაძლებელი იქნებოდა.

თავის მხრივ, „ოცნება“ შეიძლება ფიქრობდეს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს - თუ პროპორციული არჩევნები ჩავარდა, ხელისუფლება არსებული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით შერეკავს კორუმპირებულ მაჟორიტარებს პარლამენტში 2020-ში და მათი წყალობით აიღებს უმრავლესობას, ხოლო თუ სიტუაცია გამწვავდა, ხელისუფლება სიტუაციას ვადამდელი არჩვენების დანიშნვით „განმუხტავს“, არჩევნები კვლავ არსებული სისტემით ჩატარდება და უმრავლესობას ისევ „ოცნება“ აიღებს.

თუ პროპორციული არჩევნები ჩავარდა, ხელისუფლება არსებული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით შერეკავს კორუმპირებულ მაჟორიტარებს პარლამენტში 2020-ში და მათი წყალობით აიღებს უმრავლესობას, ხოლო თუ სიტუაცია გამწვავდა, ხელისუფლება სიტუაციას ვადამდელი არჩვენების დანიშნვით „განმუხტავს“, არჩევნები კვლავ არსებული სისტემით ჩატარდება და უმრავლესობას ისევ „ოცნება“ აიღებს

პარადოქსული სიტუაციაა - ერთის მხრივ, ხელისუფლება უბედავს თავზე გადაახიოს ოპოზიციას პროპორციული არჩევნების შეთანხმება, რადგან ფიქრობს რომ ის იმდენად სუსტია, რომ ვერაფერს ქმედითს ვერ მოიმოქმედებს საპირწონედ. მეორე მხრივ კი ხელისუფლების ეს პროვინციული ტრიუკები იმის დასტურია, რომ მისი რეიტინგიც ისეა გადატეხილი წელში, რომ ასეთ ოპოზიციასთანაც გამარჯვებას ვერ ახერხებს, თორემ სხვაგვარად ასე აშკარად პროპროციული არჩევნების ჩაშლაზე ვერ წავიდოდა.

ხელისუფლება უბედავს თავზე გადაახიოს ოპოზიციას პროპორციული არჩევნების შეთანხმება, რადგან ფიქრობს რომ ის იმდენად სუსტია, რომ ვერაფერს ქმედითს ვერ მოიმოქმედებს საპირწონედ. მეორე მხრივ კი ხელისუფლების ეს პროვინციული ტრიუკები იმის დასტურია, რომ მისი რეიტინგიც ისეა გადატეხილი წელში, რომ ასეთ ოპოზიციასთანაც გამარჯვებას ვერ ახერხებს, თორემ სხვაგვარად ასე აშკარად პროპროციული არჩევნების ჩაშლაზე ვერ წავიდოდა

ხოლო თუ პროპორციული სისტემის წინააღმდეგ წასვლა მართლაც „პოლიტიკური პამპერსების“ ანუ ამბოხებული დეპუტატების ბრალია, რომლებიც პოლიტიკურ მოუსავლეთში მიაქანებენ ქვეყანას, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ ხომ არ ასრულებენ ეს ადამიანები რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთას საქართველოს დესტაბილიზაციის მიზნით და საით მიდის მათი ფინანსური ინტერესების კვალი.

თუ პროპორციული სისტემის წინააღმდეგ წასვლა მართლაც „პოლიტიკური პამპერსების“ ანუ ამბოხებული დეპუტატების ბრალია, რომლებიც პოლიტიკურ მოუსავლეთში მიაქანებენ ქვეყანას, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ ხომ არ ასრულებენ ეს ადამიანები რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთას საქართველოს დესტაბილიზაციის მიზნით და საით მიდის მათი ფინანსური ინტერესების კვალი

მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს და გუშინ პარლამენტში მიმდინარე პროცესები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის დიაგნოზია. თუმცა, თუ ხელისუფლებას პროპორციული არჩევნებისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება შერჩა, გარწმუნებთ რომ ის უმტკივნეულოდ მოიგებს 2020-ის არჩევნებსაც.

და რაც მთავარია, ეს დასავლეთისა და საქართველოს ურთიერთობის ტესტიც არის - იმ დროს, როცა მოლდოვაში სიმწრით შექმნილი პორდასავლური მთავრობა გუშინ გადააყენეს, „ოცნებას“, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ დასავლეთს საქართველოც აღარ ანაღვლებს. ასე რომ, პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამეროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო.

- მას შემდეგ რაც სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით პარლამენტის მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, ამ თემაზე უამრავი მოსაზრება გამოითქვა.

„პალიტრანიუსში“ სტუმრობისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ არ გამორიცხა, რომ სახალხო დამცველის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და აშშ-ს მხრიდან ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესების უარყოფითად შეფასებასა და ამ საკითხში ზეწოლას უკავშირდება. მეტიც, მისი მტკიცებით საკონსტიტუციო სასამართლო ივანიშვილს ემორჩილება.

რადგან ახლა მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლო რა ვადებში განიხილავს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახალხო დამცველის სარჩელზე, კითხვა ასე შეიძლება დაისვას - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ომბუდსმენის სარჩელის განხილვას 2 წელი არ მოანდომოს? თუ დაჩქარებული წესით იქნა დაწყებული მისი განხილვა დაწყებული სავარაუდოდ, ეს რისი ნიშანი შეიძლება აღმოჩნდეს?

- რას კარგავს „ოცნება“ იმ შემთხვევაშიც კი თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელს დააკმაყოფილებს?! არაფერს - მათ რაც უნდოდათ სასამართლო სისტემაში უკვე მიიღეს - ანუ მათი გადმოსახედიდან დაიქვემდებარეს სასამართლო ხელისუფლება, ეხლა ბოლო აკორდიც გაისმება უზენაესის მოსამართლეების დამტკიცების სახით და მერე კმაყოფილ სახეზე ფერუმარილის წასმის დროც მოვა.

სწორედაც რომ ეს იქნება დემოკრატიული ფერუმარული, იგივე მაკიაჟი „ოცნების“ სახეზე, რომელიც დაფარავას მის რეალურ მიზანს - მიიღოს მყარი პარტნიორი სასამართლო ხელისუფლების სახით 2020-ის არჩევნების წინ.

რას კარგავს „ოცნება“ იმ შემთხვევაშიც კი თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელს დააკმაყოფილებს?! არაფერს - მათ რაც უნდოდათ სასამართლო სისტემაში უკვე მიიღეს

თუმცა, მაკიაჟიც ვერ უშველის „ოცნებას“ კონვულსიების დასაფარად, როცა აღმოაჩენს რომ სასამართლო ხელისუფლება, მისი მმართველი კლანის სახით, კი არ დაიმორჩილა, არამედ თავად აღმოჩნდა მის მარწუხებში. და ეს უდავოდ ასე მოხდება, როცა უვადოდ დანიშნულები უკიდეგანო ძალაუფლების პატრონები გახდებიან და „ოცნებას“ ბუმერანგად მოუბრუნდება სასამართლო ხელისუფლების დამორჩილების სურვილი.

თუმცა, თავისთავად კარგია ის, რომ თუკი საკონსტიტუციო სახალხო დამცველის სარჩელს დააკამყოფილებს, სამომავლოდ მივიღებთ დღევანდელზე უკეთეს და ცივილურ გზას მოსამართლეების შერჩევის.

- ფაქტია, რომ ახლა ყველაფერი რაც ხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში განიხილება. უპირველესად ვგულისხმობ იმას, რაც სატელევიზიო გამოშვებებში შუქდება.

დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ ოპოზიცია ცდილობს აპოკალიპტური სურათის დახატვას. ხელისუფლება კი პირიქით, ცდილობს ყურადღება გაამახვილოს იმ პოზიტიურ მომენტებზე, რომლის კეთებასაც იგი ცდილობს. „შენების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ბევრ სხვადასხვა მიზეზთა გამო ვითარებას ფეთქებადსაშიშად აფასებს. თქვენ როგორ შეაფასებდით, პრაქტიკულად თითქმის ერთი წლით ადრე ქვეყანაში შიდა პოლიტიკააში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და იმ ტენდენციებს, რომელიც უკვე სახეზეა?

- ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო რეჟიმზეა გადასული თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი. სხვადასხვა მიმართულებით მათი აქტიურობა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ წარმატებით გადაფარავს ხოლმე ხელისუფლების მცდელობებსა თუ გაკეთებულ საქმეებს.

მაგრამ, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, - „ოპოზიციაში ჯერჯერობით დაქსაქსულობა უფრო მეტია. ოპოზიციას ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთიანი იდეოლოგია და პიარი არ აქვს.“ მისივე დაკვირვებით ოპოზიციური სპექტრის მთავარი პრობლემა ისაა, რომ - „ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა“.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციურ სპექტრში ვერ გამოიკვეთა ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ლიდერი გახდებოდა?

- ააა არ არის მისონერი ლიდერი, რომლესაც ყველა აღიარებდა და სოციალური ქსლეები როგორც ახალი ტენდენცია სრულებით პოლიტიკურ პიარში და ტექნოლოგიებში, სრული დეპრესია და ფრუსტრაცია

- ოპოზიცია დაქსაქსულია და ახალს ვერაფერს სთავაზობს საზოგადოებას იშვიათი გამონაკლისის გარდა და მე ამ იშვიათ გამონაკლისად და ნათელ თავად გიორგი ვაშაძე მიმაჩნია ქვეყნის განვითარების თავისი მრავალმხრივი, ინოვაციური ხედვით და „სტრატეგია აღმაშენებელით“.

ჯერჯერობით ასპარეზზე არ ჩანან „ოცნებისა“ და „ნაციონალებისთვის“ კონკურენციის გამწევი ძალები, ხაზარაძის „ლელო“ კი ერთ-ერთ რიგითად ჩაეწერა არსებულ პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიცია დაქსაქსულია და ახალს ვერაფერს სთავაზობს საზოგადოებას იშვიათი გამონაკლისის გარდა და მე ამ იშვიათ გამონაკლისად და ნათელ თავად გიორგი ვაშაძე მიმაჩნია ქვეყნის განვითარების თავისი მრავალმხრივი, ინოვაციური ხედვით და „სტრატეგია აღმაშენებელით“

თუმც, იმედს არ ვკარგავ, რომ ოფიციალურად პოლიტიკურ პარტიად გადაქცევის შემდეგ ის თავის სათქმელს ხმამაღლა იტყვის და მნიშვნელოვან ნიშას მოიზომავს.

საზოგადოება იმედგაცრუებულია. მიზეზები ბევრია, თუმცა რამდენიმეს გამოვყოფ - ოპოზიციას არ ჰყავს მისიონერი ლიდერი, არა - მესია, არამედ - მისიონერი, იდეისთვის, აღმშენებლობისთვის, სახელმწიფოს განვითარებისთვის თავშეწირული ლიდერი, რომელიც დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრსაც და საზოგადოებასაც აანთებს, საკუთარი ფასეულობის და როლის შეგრძნებას დაუბრუნებს და გამარჯვებისთვის დამუხტვას.

ოპოზიციას არ ჰყავს მისიონერი ლიდერი, არა - მესია, არამედ - მისიონერი, იდეისთვის, აღმშენებლობისთვის, სახელმწიფოს განვითარებისთვის თავშეწირული ლიდერი, რომელიც დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრსაც და საზოგადოებასაც აანთებს, საკუთარი ფასეულობის და როლის შეგრძნებას დაუბრუნებს და გამარჯვებისთვის დამუხტვას

არსებული პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა ნახევარი ნაბიჯებით ცხოვრობს და მოძრაობს - ერთი ნაბიჯი პოლიტიკისკენ, ერთიც - საკუთარი კომფორტისკენ. მარტივად რომ ვთქვათ, ქართული პოლიტიკა გადაივსო კონფორმისტებით და არსად ჩანს ის, ვინც რუტინას დაარღვევს. ეს უმთავრესი მიზეზია - რიგითი ლიდერი შეიძლება ხელოვნურადაც გამოძერწო, მაგრამ მისიონერ, ეპოქალურ ლიდერს ხელოვნურად ვერ შექმნი. ესეთად იბადებიან.

კონფორმიზმით დაავადებული ლიდერები კი რუსულ, უკვე ობობასავაით მოდებულ გავლენებს საზოგადოებაში, მედიაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ცნობიერის თუ ქვეცნობიერის დონეზე ჩაბუდებულს - ვერ მოერევიან და ვერ ამოძირკვავენ.

ხელისუფლებამ დაიწყო „ოცნებისთვის“ მანამდე უჩვეულო და მასშტაბური პოზიტიური საარჩევნო კამპანია, რაშიც, სიმართლე გითხრათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაშინაც კი, თუნდაც, ზოგ შემთხვევაში, შიშველი პროპაგანდის სახეს ატარებდეს

მეორე უმთავრესი მიზეზი - ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, სოციალური ქსელები და მათი უპრეცენდეტო გავლენაა პოლიტიკური ლიდერების თუ პარტიების იმიჯის ნგრევისა თუ შენების პროცესზე: როცა ერთი სოციალური პოსტით თუ ფეიქ-ნიუსით შეიძლება დაასრულო პოლიტიკოსი ან მცირედი ძალისმხევის შედეგად - აღაზევო ახალი.

და რაც მთავარია, იგივე სოციალური მედია მასების მართვის სწორუპოვარი იარაღი გამოდგა - მისი მეშვეობით შეგიძლია ყოველგვარი აქტივობის სურვილი დაუკარგო, სასიცოცხლო ენერგიისგან დაცალო და ვირტუალურ-ფეიკ-რეალობაში აცხოვრო ნებისმიერი საზოგადოება, მით უფრო თუ ამის ხელისშემშლელი არავინ არის. საქართველოში კი სწორედ ეს ხდება.

- დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, პრაქტიკულად ერთი წლის ადრე დაწყებულ საარჩევნო მარათონში ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული. ბევრი თვალსაზრისით არც თუ ისე მარტივ ვითარებაში, თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პოლიტიკას, მათ შორის აშკარად წინასაარჩევნოდ გადადგმულ ნაბიჯებსა თუ საქმიანობას?

- უდავოდ, ხელისუფლებამ დაიწყო „ოცნებისთვის“ მანამდე უჩვეულო და მასშტაბური პოზიტიური საარჩევნო კამპანია, რაშიც, სიმართლე გითხრათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაშინაც კი, თუნდაც, ზოგ შემთხვევაში, შიშველი პროპაგანდის სახეს ატარებდეს.

სულაც პირიქით - „ოცნების“ იმიჯს ყოველთვის აკლდა პოზიტივი, მაშინაც კი როცა ამის ობიექტური საფუძვლები ჰქონდათ. ადამიანებს ჰაერივით სჭირდებათ იმედი, პოზიტივზე ორიენტირებული ხელისუფლება და არა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მხოლოდ სხვა პოლიტიკური ძალების გაშავებით და ლაფში ამოსვრით, მოკლედ რომ ვთქვათ, შავი პიარით ინარჩუნებს ძალაუფლებას.

ყველაფრიდან ჩანს, რომ ის „ოცნების“ მხრიდან მეგა-პროექტების დაანონსების ფონზე ჩაივლის და ამ გზაზე წყალტუბო მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ ბევრი მსგავსი დაპირება გველოდება

„ოცნება“ დღემდე ასეთი იყო, რაშიც პოლიტიკური ოპონენტებიც არ ჩამოუვარდებოდნენ და შეხმატკბილებულად საინფორმაციო სივრცეში გასროლილი ამდენი ნეგატივი, დამანგრევლად მოქმედებდა საზოგადოების სიჯანსაღეზე, ფრუსტრაციაში და დეპრესიაში აგდებდა მას.

რა თქმა უნდა, „ოცნება“ არც ამ არჩევნების წინ აიღებს ხელს, მისთვის ასე ორგანულ და სამარცხვინო, ე.წ. ფეიკ-ნიუსების, ტროლების და ბოტების, ცილისწამებისა და ლაფის შესხმის აქტიურ გამოყენებაზე საინფორმაციო სივრცეში, რასაც პოლიტიკური ოპონენტების ნაწილიც აუბამს მხარს და წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო ბევრ სიბინძურეს ამოიტანენ ერთობლივად ზედაპირზე.

იმას ვერ ხვდებიან, რომ ამით კიდევ უფრო მეტ პესიმიზმს ბადებენ ამომრჩეველში არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ, ზოგადად, პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკოსის მიმართ.

ან სულაც ხედავენ და შეგნებულად ანგრევენ, მაგრამ ცხადია, რომ ამას ბუმერანგის ეფექტი აქვს - ამ სიბიძურის ფრქვევის და ინფორმაციისადმი უნდობლობის გარემოთი, თანაბრად ზარალდება ყველა პოლიტიკური ძალა, უპირველესად - ხელისუფლება. მაგრამ, მალე შესაბამისი იმუნიტეტიც გამოგვიმუშავდება ამ „ფეიკ-სამყაროს“ მიმართ. ასე რომ, ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ესეც ჩაივლის.

დავუბრუნდეთ ისევ „ოცნების“ პოზიტიურ პიარს - ყველაფრიდან ჩანს, რომ ის „ოცნების“ მხრიდან მეგა-პროექტების დაანონსების ფონზე ჩაივლის და ამ გზაზე წყალტუბო მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ ბევრი მსგავსი დაპირება გველოდება. თუმცა, ამ დაპირებებიდან რომელი იქნება საპნის ბუშტი ანუ „ფეიკ-დაპირება“ და რომელი შეიძენს რეალურ კონტურებს, ეს 2020-ის არჩევნების ფინიშის სწორზევე გამოჩნდება: რაც უფრო მასშტაბური იქნება დაპირებები, მით მეტია ალბათობა, რომ მათი უმრავლესობა შეუსრულებელი დარჩეს.

მეგა-პროექტების დაანონსების ასეთი დაჩქარებული ტემპი მოწმობს იმასაც, რომ „ოცნება“ სხვა სცენარებს შორის ვადამდელი არჩევნებისთვისაც ემზადება, რასაც მგონია, რომ ოპოზიცია ამ დრომდე ვერ ითვალისწინებდა

კიდევ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა - მეგა-პროექტების დაანონსების ასეთი დაჩქარებული ტემპი მოწმობს იმასაც, რომ „ოცნება“ სხვა სცენარებს შორის ვადამდელი არჩევნებისთვისაც ემზადება, რასაც მგონია, რომ ოპოზიცია ამ დრომდე ვერ ითვალისწინებდა.

დღეს ეკატერინე ხვედელიძის ასპარეზზე გამოსვლა, რასაც ყურადღება ბევრმა არ მიაქცია, მრავლისმთქმელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ მას წინ მძიმე ბრძოლა ელოდება და ამ ბრძოლაში მას მეუღლის პოზიტიური იმიჯი დასჭირდა

ახლა კი „ქართული ოცნების“ ახალი იმიჯის გენერალური ხაზი, რომელსაც ნაკლებად მიექცა ყურადღება. უკიდურესად საინტერესო იყო ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის ქართველი ბილ და მელინდა გეიტსების როლში წარმოჩენა იმ ვიდეოში, სადაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მათი ოჯახის ცხოვრების დიდი ხნის მიზანი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის ტრანსფორმაცია, თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა, საქართველოში მაღალტექნოლოგიური თაობების გაზრდისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა იყო.

სხვათა შორის, ეკატერინე ხვედელიძე 2012 წელს საჯაროდ, ერთადერთი ვრცელი ინტერვიუთი გამოჩნდა, სწორედ მაშინ, როცა „ოცნებას“ ყველაზე მეტად უჭირდა და თქვა, რომ ბიძინას წაქცევით ვერაფერს მიაღწევთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მე ავიღებ ბრძოლის დროშას ხელშიო. და მისი ეს მესიჯი გამგებმაც გაიგო და „ოცნების“ ამომრჩეველმაც.

არც მანამდე და არც მასე მერე, ივანიშვილის მეუღლეს არც ერთი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ამიტომ, დღეს ეკატერინე ხვედელიძის ასპარეზზე გამოსვლა, რასაც ყურადღება ბევრმა არ მიაქცია, მრავლისმთქმელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ მას წინ მძიმე ბრძოლა ელოდება და ამ ბრძოლაში მას მეუღლის პოზიტიური იმიჯი დასჭირდა.

დადასტურებით გითხრათ, 2020 წლის არჩევნები იქნება ყველაზე რთული და ყველაზე სანახაობრივი ბოლო 30 წლის განმავლობაში

ერთი რამ შემიძლია დადასტურებით გითხრათ, 2020 წლის არჩევნები იქნება ყველაზე რთული და ყველაზე სანახაობრივი ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომელშიც საოცარი ტრანსფორმაციების მომსწრენი გავხდებით, სადაც ივანიშვილების წყვილი ქართველი ბილ და ამანდა გეიტსების სახით გვევლინებიან, რომელთა დევიზია - წინ მაღალტექნოლოგიური საქართველოსკენ.

თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქნელი მიხეილ სააკაშვილი კი, რაშიც სრულად ვეთანხმები ნიკა გვარამიას, - ულტრაკონსერვატიული, ეკლესიის დოგმატური ნორმების მთავარი დამცველი, ლამის ლიბერალებთან დაპირისპირებული ლიდერის როლს ირჩევს, აქტიურად ცდილობს მოირგოს ქართველი ტრამპის სამოსელი და ულტრალიბერალების მავნე გავლენისგან დაიცვას ქართული ტრადიციები.

აშკარაა, რომ 2020-ის არჩევნების წინ საპატრიარქო ამ სახით საიმედო პარტნიორად არ მიიჩნიეს და პანდორას ყუთიც გაიხსნა

მე კი სიმართლე გითხრათ, „ტიტანების ბრძოლას“ ვარჩევდი ქვეყანაში ყოფილიყო რესურსი ახალი, ინოვაციური და განვითარების იდეებით „შეპყრობილი“ (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც 2020-ის პარლამენტში სერიოზულად შეზღუდავდნენ ან სულაც ჩაანაცვლებდნენ „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გავლენებს, პოლიტიკაში სუფთა ჰაერს შემოიტანდნენ, ახალ სივრცეებს და შესაძლებლობებს დაგვანახებდნენ. იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არ არის გვიან.

- ეკლესიაში მიმდინარე პროცესები ჩვენი შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა. ყველა თანხმდება, რომ ეს პროცესი შიდა პოლიტიკის ნაწილად უნდა იქნას განხილული, თუმცა, არ ის ავიწყდება ვინმეს, რომ მასში სავარაუდოდ, გარე ძალებიც იყვნენ ჩართული.

დამკვირვებელთა უმრავლესობა შენიშნავს, რომ ვერ ხედავს გზებს, თუ როგორ შეიძლება დარეგულისდეს პროცესები ეკლესიაში და ძნელი წარმოსადგებია ამ პროცესის ფინალი როგორი შეიძლება იყოს. თქვენც ფიქრობთ, რომ ძნელი სავარაუდოა, თუ როგორ დასრულდება ეკლესაიში დაწყებული პროცესები?

- სამწუხაროდ, ეკლესიაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური ბრძოლის ნაწილად იქცა. მაგრამ ეს დღეს არ დაწყებულა. საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ სჭირდებოდა მასზე დიდი ავტორიტეტი, რომელსაც საზოგადოებაზე მასზე დიდი გავლენა ექნებოდა.

როგორც სააკაშვილის, ასევე დღევანდელი ხელისუფლება ეკლესიაში ორლესულ იარაღს ხედავდა - რომელიც ერთნაირი წარმატებით შეიძლება მას დაპირისპირებოდა ან პირიქით, მასვე ექცია მრევლის პოლიტიკურ განწყობებზე და არჩევანზე ზემოქმედების იარაღად.

აშკარაა, რომ 2020-ის არჩევნების წინ საპატრიარქო ამ სახით საიმედო პარტნიორად არ მიიჩნიეს და პანდორას ყუთიც გაიხსნა. ამ „ოპერაციის“ მიზანს მე ასე ვხედავ - თუ კი არ მაქვს გარანტია, რომ ეკლესია, საპატრიარქო გვერდში დამიდგება მრევლის საარჩევნოდ მობილიზების საქმეში და ორგანიზებულად ამ ხმების წამოღება მირთულდება, მაშინ დაე გაიხსნას პანდორას ყუთი, „აირიოს მონასტერი“ და ცალკეულ მეუფე-მამაოებთან მუშაობით, რომლის გამოცდილებაც როგორც წინა, ასევე დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, უფრო მოხერხდება მრევლისთვის ამა თუ იმ პოლიტიკური არჩევანის შთაგონება.

ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ და ვხდებით რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში. თანამედროვე დასავლური პოლიტიკა კი დუღს და გადადუღს ახალი წონასწორობის წერტილის, ახალი პოლიტიკური პარადიგმის ძიებაში

ასეა თუ ისე, მიუხედავად ეკლესიის წიაღში თუ ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე უმძიმესი პროცესებისა, თუ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კათარზისამდე, რეფორმაციამდე მიგვიყვანს, რომელიც ეკლესიის წიაღშივე აღმოცენდება, ჩავთვლი, რომ ეს გამოწვევა იყო და არა - განსაცდელი, რომელიც ერმაც და ბერმაც ღირსეულად გადავიტანეთ. თუმცა, არც ის გამოვრიცხოთ, რომ ამ პროცესებით რუსეთი ცდილობს დასუსტებული პატრიარქის ფონზე საქართველოს ეკლესიაში საკუთარი გავლენის გაძ₾იერებას, მით უფრო მაშინ, როცა მეუფეებმა რუსეთისთვის საეჭვოდ გაახშირეს ვიზიტები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.

- შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ფონზე საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთი რომ იძლიერებს თავის პოზიციებს ევროპაში, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ დანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაინგმა ევროპას რუსეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებში „ძალის ენის“ გამოყენებისკენ მოუწოდა. გერმანიის გაერთიანების 30-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპემ ნატოს გაფართოების აუცილებლობაზე საკმაოდ მკაცრი განცხადება კი გააკეთა, მაგრამ, ამას წინ უძღოდა ნატოს შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის ასევე საკმაოდ არაოპტიმისტური განცხადებები.

ასეთ ვითარებაში სულ მეტად აქტუალურია დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს ადგილისა და როლის თემა. იმის გათვალსიწინებით, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს ადგილისა და როლის პერსპექტივები?

- უკრაინისთან მიმართებაში ევროპისა და ამერიკის პოლიტიკა ერთგვარი დიაგზონია იმისა, თუ რა დუღილი, შიდა დინებები თუ ტრანსფორმაცია მიდის დღეს დასავლურ პოლიტიკაში.

ერთის მხრივ არის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, რომელიც ნიშნავს რუსული ენერგეტიკული პოლიტიკის მორიგ გამარჯვებას ევროპულ პოლიტიკაზე და ევროპის მეტ ენერგო დამოკიდებულებას რუსეთზე.

ამასთან, ამ პროექტში ევროპული ქვეყნების ჩართვამ პირდაპირ გადათელა უკრაინის ეკონომიკური და ენერგო ინტერესები, რადგან უკრაინა რუსული გაზიდან მიღებული შემოსავლების გარეშე დატოვა.

მეორე მხრივ არის „შტაინმაიერის ფორმულა“, რომლითაც დასავლეთმა უკრაინა აიძულა დიდი ხნით წამოიცვას რუსული ყულფი ყელზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ფაქტობრივად რუსულ პროტექტორატად გადაქცევის გამო, მესამე მხრივ კი ასეთ პირობებში მყოფ უკრაინას ამერიკა 400 მილიონიან სამხედრო დახმარებას უჩერებს.

იმის თქმა, რომ ესეთი მიდგომები ევროპის ახლომხედველური პოლიტიკის გამოძახილია, ნიშნავს რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ და ვხდებით რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში. თანამედროვე დასავლური პოლიტიკა კი დუღს და გადადუღს ახალი წონასწორობის წერტილის, ახალი პოლიტიკური პარადიგმის ძიებაში.

მაკრონის განცხადებები ერთ-ერთი პირველია, რომელიც ცდილობს რომ მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას და დასვას რეალური აქცენტები. ის, რომ ევროპაში უსაფრთხოების სრულიად ახალი არქიტექტურა უნდა აიგოს, რაც არ ნიშნავს ნატოზე უარის თქმას, უდავოა და ძალიან კარგია, რომ ამაზე დიალოგი გაიხსნა

ერთია რას ვისმენთ და მეორეა, რა ქმედებების მომსწრენი ვხდებით. მიუხედავად იმისა, რომ პროცესები კარგა ხანია სხვა მიმართულებით მიდის, სიტყვიერად დასავლური ელიტა კვლავ მიჰყვება ათწლეულების განვალობაში არსებულ კლიშეებს. ამიტომაც, რეალური პროცესები და დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები ხშირად ერთმანეთთან აცდენილია.

ფაქტობრივად, პრეზიდენტ მაკრონის განცხადებები ერთ-ერთი პირველია, რომელიც ცდილობს რომ მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას და დასვას რეალური აქცენტები. ის, რომ ევროპაში უსაფრთხოების სრულიად ახალი არქიტექტურა უნდა აიგოს, რაც არ ნიშნავს ნატოზე უარის თქმას, უდავოა და ძალიან კარგია, რომ ამაზე დიალოგი გაიხსნა.

რუსეთთან ურთიერთობის ახალი დასავლური პარადიგმა იქმნება და აქ ჩვენთვის მთავარი საკითხია - რუსეთთან ევროპის დიალოგის პროცესში საქართველოს ადგილი სადაა, სად აღმოჩნდება ამ მოლაპარაკებების დასასულს საქართველო - რუსეთის გავლენის სფეროში თუ ევროპის უსაფრთხოების სივრცის ორგანული ნაწილი გახდება

ამერიკამ ახალი ინტერესთა ზონების მოხაზვა ჯერ კიდევ ობამას დროს დაიწყო - თუ ობამამ გავლენის ცენტრები წყნარი ოკეანისკენ წაანაცვლა, დღეს ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ჩინეთის შეკავებაზე უნდა იყოს მიმართული, რაც ნატოს ფილოსოფიაში ცვლილებას მოითხოვს.

ამ ვითარებაში ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ მაკრონის განცხადება რუსეთთან ურთიერთობაზე - ის რუსეთისთვის ორ ალტერნატიულ სცენარს განიხილავს - რუსეთი ევროპასთან ან რუსეთი ჩინეთთან ერთად. მაკრონის ხედვით რუსულ-ჩინურ დუეტში რუსეთს გარდაუვლად ერგება ვასალის როლი. ამიტომაც, იგი მიიჩნევს, რომ ევროპა რუსეთს შეიძლება მომგებიან პირობებზე ელაპარაკოს და ამ მიმართულებით დიალოგის გახსნის მომხრეა.

რუსეთთან ურთიერთობის ახალი დასავლური პარადიგმა იქმნება და აქ ჩვენთვის მთავარი საკითხია - რუსეთთან ევროპის დიალოგის პროცესში საქართველოს ადგილი სადაა, სად აღმოჩნდება ამ მოლაპარაკებების დასასულს საქართველო - რუსეთის გავლენის სფეროში თუ ევროპის უსაფრთხოების სივრცის ორგანული ნაწილი გახდება.

პროცესი უკვე დაძრულია და ჩვენ სირქალემას პოზა არ უნდა მივიღოთ, არ უნდა დაველოდოთ ახალი პოლიტიკური ტალღები რომელ ნაპირზე გადაგვისვრის, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული პოლიტიკის ნაპირზე ამოვყოფთ თავს

ამაში გადამწყვეტი როლი საქართველოს ეკისრება - როგორ წარმოაჩენს და მიაწვდის იგი საკუთარ როლს და ადგილს ევროპის უსაფრთხოების არქტიტექტურაში და როგორ დაასაბუთებს, რომ ევროპისთვისვე სჯობს, რომ იგი მისი ორგანული ნაწილი იყოს და არა - რუსეთის გავლენის სფერო.

ფაქტია, პროცესი უკვე დაძრულია და ჩვენ სირქალემას პოზა არ უნდა მივიღოთ, არ უნდა დაველოდოთ ახალი პოლიტიკური ტალღები რომელ ნაპირზე გადაგვისვრის, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული პოლიტიკის ნაპირზე ამოვყოფთ თავს.

ერთია ნატოს გაფართოება, რომელიც ჯერ კიდევ განცხადებების დონეზეა და მეორეა, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელშიც ჩვენი ადგილი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ჩვენ უნდა მოვხაზოთ. რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად, პოლიტიკური ელიტა ამ მასშტაბის სამუშაოს ჩასატარებლად - ეს სხვა საკითხია.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით