გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში

ექიმი შენთან - ამ მესიჯით 30 ოქტომბერს პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული ეკოსისტემის - REDMED-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ახალი, ინოვაციური პროდუქტია და მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, აპლიკაციის დახმარებით მოძებნოს, შეარჩიოს, დაუკავშირდეს სასურველ ექიმს და შეუთანხმოს ვიზიტი, ან მიიღოს სამედიცინო მომსახურება მისთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში: გამოიძახოს ექიმი სახლში, ანდა სულაც სატელეფონო ან ვიდეო რჩევა მიიღოს.

REDMED რადიკალურად ცვლის ექიმთან ვიზიტის კონცეფციას, რაც დღეს საკმაოდ რთულად მოსაგვარებელი პროცესია. მომხმარებლებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალ ექიმებზე და ცდილობენ სასურველი სპეციალობის ექიმს ნაცნობების დახმარებით მიაკვლიონ. ახლა კი მათ უკვე შეუძლიათ მარტივად, REDMED-ის აპლიკაციით მოძებნონ და შეარჩიონ სასურველი პროფილის ექიმი.

REDMED-ში მომხმარებელს მარტივად შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა პროფილის ექიმებზე, დეტალურად გაეცნოს მათ კომპეტენციას და სხვა მომხმარებლის შეფასება/კომენტარებს. თითოეულ ექიმს აქვს თავისი რეიტინგი, რომელიც პაციენტის შეფასებების მიხედვით განისაზღვრება, რაც ახალ მომხმარებელს უმარტივებს არჩევანს.

დღეს ბრენდის მთავარი გამოწვევაა დაბრკოლების გარეშე დააკავშიროს მომხმარებელი კომპეტენტური ექიმებთან და გაამარტივოს ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. REDMED-ის მომსახურება განსაკუთრებით კომფორტულია იმ ქართველებისთვის, რომლებიც საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ.

ახალი ციფრული პლატფორმა განსაკუთრებით მოსახერხებელია ექიმებისთვის, რადგან REDMED მათ აძლევს საშუალებას მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი დრო და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ექიმებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი სამუშაო კალენდარი. ამასთან, REDMED გეგმავს, ექიმებისთვის შექმნას სივრცე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მუდმივად განვითარდნენ, აიმაღლონ ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია.

ამ ეტაპზე REDMED სამი სახეობის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა მომავალში ბევრი საინტერესო, ინოვაციური და განსხვავებული სამედიცინო სერვისების დამატებას გეგმავს, რაც მომხმარებელს ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაუმარტივებს.

REDMED-ის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია როგორც აპლიკაციის ბეტა ვერსიით https://redmed.ge/download, ასევე ვებგვერდით :https://redmed.ge.

(R)

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო