კახა ოქრიაშვილი - იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი ჩავარდება და დავუბრუნდებით განხილვას, რომ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეთ

იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდება და დავუბრუნდებით განხილვას, რომ გადავიდეთ საპრეზიდენტო მმართველობაზე, რომელიც არის იდეალური ჩვენი ქვეყნისთვის 2024 წლიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა ოქრიაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დეპუტატები იმ დონეზე მიიყვანეს, რომ ისინი პარლამენტის დატოვებაზე ფიქრობენ. თუმცა, დეპუტატი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

„ამბობენ, რომ კახა ოქრიაშვილი არის ამბოხის ლიდერი, მე ამბოხში მონაწილე არ ვარ, რადგან ჩემი პოზიცია ძველია. პირველად ეს პოზიცია 2006 წელს დავაფიქსირე. ბიძინა ივანიშვილთან მქონდა მწვავე საუბარი. თურმე ბიძინა ივანიშვილს გუშინ ჰქონია შეხვედრა 21 მაჟორიტართან, იქედან რამდენიმე კაცი გადაიყვანა თავის აზრზე, როგორც თვითონ თქვა. აიძულა რომ მხარი დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს. მე ვთვლი, რომ ეს არ არის პარტიული დისციპლინა. ეს უკვე გადადის დიქტატურაში, როდესაც იბარებ დეპუტატს და ეუბნები, რომ მხარი უნდა დაუჭიროს. ენზელ მკოიანი არ ყოფილა დაბარებული, რადგან მას ჩემთან ერთად მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ მხარი არ დაუჭიროს ამ კანონპროექტს. იმედი მაქვს, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდება და დავუბრუნდებით განხილვას, რომ გადავიდეთ საპრეზიდენტო მმართველობაზე, რომელიც არის იდეალური ჩვენი ქვეყნისთვის 2024 წლიდან. ხალხი მიიყვანეს იმ დონემდე, რომ განაცხადეს, რომ ისინი დატოვებენ პარლამენტს. გაითვალისწინეთ, რომ 4 თვეში ახალი საარჩევნო ციკლი და კამპანია დაიწყება. არ ვიცი რიგგარეშე არჩევნებამდე მივალთ თუ არა, მაგრამ 50 კაცი თუ წავიდა, იქნება რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა ოქრიაშვილმა და დასძინა, რომ „ივანიშვილს გუშინდელ შეხვედრაზე ჰქონდა სამი მესიჯი - დაუჭირეთ მხარი კანონპროექტს, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნუ დაშლით გუდს!“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა