არასამთავრობო სექტორი - ბიძინა ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას მოყვეს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და „პასუხისმგებლობას იმ მძიმე შედეგებზე, რაც შეიძლება პირობის გატეხვას მოჰყვეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო პოლიტიკურ თამაშთან, „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

„აღმაშფოთებელია ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მოწყობილი ობსტრუქცია, რომელიც მიზნად ისახავდა კონსტიტუციური ცვლილების არმიღებას, შეიცავს ქვეყნის დესტაბილიზაციის რისკს, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს თითოეული მოქალაქის მომავალს, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

ვფიქრობთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრების მნიშვნელობა თითქოს იყო გააზრებული და გაზიარებული პოლიტიკური ძალების უმრავლესობის, მათ შორის მმართველი ძალის „ქართული ოცნების“ მიერ. თუმცა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო პოლიტიკურ თამაშთან, რითაც მმართველი ძალა, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომლებმაც არ შეასრულეს საზოგადოებისთვის მიცემული პირობა, უდიდეს საფრთხეს უქმნიან ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიულ განვითარებას და თავისუფალ ევროპულ პერსპექტივას. გვინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ისინი იქნებიან პასუხისმგებელი მძიმე შედეგებზე, რაც შეიძლება მოყვეს პირობის გატეხვას და უსამართლო, არაეფექტური საარჩევნო სისტემის დატოვებას”,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ: ლიბერალური აკადემია თბილისი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჟურნალისტიკის რესურსცენტრი, საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ცენტრი, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, ახალგაზრდული ალტერნატივა, ასოციაცია ტოლერანტი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, ფონდი სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი, ასოციაცია მწვანე ტალღა , სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი, ჩართულობის და განვითარების ცენტრი.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო