გიგი უგულავა - რიგგარეშე არჩევნები ამ ვითარებაში არის ერთადერთი ლეგიტიმური მოთხოვნა

ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ცემას იმსახურებს. ენით აღუწერელი სისაძაგლე ჩაიდინა,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს და ეს ამ ვითარებაში ერთადერთი ლეგიტიმური მოთხოვნაა.

„ჩვენ მათგან განსხვავებით კანონებს პატივს ვცემთ, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს. რიგგარეშე არჩევნები ამ ვითარებაში არის ერთადერთი ლეგიტიმური მოთხოვნა. შეუძლებელია, ამ მეგატყუილის შემდეგ ქვეყანა ისე ვერ იცხოვრებს, თითქოს არაფერი მომხდარა. როგორი ვარიაციით ჩატარდება, ეს ღია საკითხია. ჩვენ დავაყენებთ საკითხს ხელახალი ინიცირების შესახებ და თვენახევრით დაგვიანდება, მეორე ვარიანტი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება, არის გერმანული მოდელი, რომელიც არსებითად პროპორციული და სამართლიანია და 76 ხმა სჭირდება და ვნახავთ, რამდენად გულწრფელები იყვნენ კობახიძე, თალაკვაძე და ძმანი მისნი“,-აცხადებს უგულავა.

უგულავას თქმით, მორალურად გაცვეთილი უმრავლესობა ქვეყანას ვეღარ მართავს.

„ოპოზიციაში იყო 44 დეპუტატი დაემატა 7 და კიდევ ვიღაცები აპირებენ წამოსვლას, ეს პროცესი ბუნებრივად გაგრძელდება, რაც არ უნდა განსხვავებული ხედვები გვქონდეს მე და ჩუგოშვილს, ან სხვებს, ოდნავ ნამუსი თუ გაქვს, წარმოუდგენელია შეძრული არ იყო ამ ყველაფრით, რა გაუკეთა ხალხს, უმრავლესობას რა გაუკეთა. ჯერ იყო და ნიკა მელიაზე 93 კაცი მშვენივრად შეკრიბეს, კაცი ციხეში გაუშვეს. ეს მორალურად გაცვეთილი უმრავლესობა ქვეყანას ვეღარ მართავს“,-განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს