მიშა მშვილდაძე - დღეს ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზებთ უკიდურესად კონსტრუქციულ წინადადებას

პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები ღამეს ათევენ. აქტივისტებს რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე კარვები აქვთ გაშლილი. რუსთაველზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ, კითხვაზე, ხომ არ ვარაუდობს, რომ კარვებს დაშლიან, განაცხადა, რომ "ყველაფრისთვის მზად არიან".

"ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ თვითონ პოლიციაც საკმაოდ ადეკვატურად არის განწყობილი და გრძნობენ მიმდინარე ამბის კონტექტს. ყიველ შემთხვევაში, ამ მომენტამდე არ შეგვინიშნავს, რომ ვინმე რამის დაშლას აპირებს", - განუცხადა მშვილდაძემ „ინტერპრესნიუსს“.

რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, მშვილდაძის თქმით, ისინი ხელისუფლებას შესთავაზებენ "უკიდურესად კონსტრუქციულ წინადადებას". მისი თქმით, ბრიფინგი, სავარაუდოდ, 12:00 საათზე გაიმართება.

"ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზებთ ერთ ვერსიას, თუ როგორ არის შესაძლებელი არა საკონსტიტუციო უმრავლესობით, არამედ, უბრალო უმრავლესობით, 76 ხმით, იგივე შედეგის მიღება, რასაც მივიღებდით პროპორციული არჩევნების შემთხვევაში", - განაცხადა მშვილდაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე, "პირდაპირ ბუდაპეშტიდან ჩამოვიდნენ "სირცხვილიას" თანაორგანიზატორები, სადაც პრეზენტაცია ჰქონდათ თემაზე, თუ როგორ შეძლეს 100 დღე მუხტის შენარჩუნება".

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“