რამაზ საყვარელიძე - გამორიცხული არ არის უმრავლესობას სიტყვის გატეხვა არ აპატიონ, გააჩნია, პროცესები როგორ წავა

პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ სიტყვის გატეხვა არ აპატიოს.

როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ უმრავლესობიდან წევრების გასვლა შეიძლება უფრო დიდი დარტყმაა, ვიდრე საზოგადოების პროტესტი რუსთაველზე და მათი რაოდენობის გაორმაგება.

„გარდა საზოგადოების პროტესტისა, საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა უმრავლესობა. ეს ნაბიჯი მათი მხრიდან შეიძლება უფრო დიდი დარტყმაა უმრავლესობისთვის და გამოსაფხიზლებელიც, ვიდრე რაოდენობის გაორმაგება რუსთაველზე. მათი მხრიდან უმრავლესობის დატოვებისკენ გადადგმული ნაბიჯი გვაფიქრებინებს, რომ ისინი არ იყვნენ საქმის კურსში და სწორედ ჩავარდნაზე გამოხატეს რეაქცია. ნიშანდობლივი და საყურადღებოა, რომ მათ რეაქცია სწორედ იმაზე გამოხატეს, რომ შეპირებული სიტყვა უნდა შესრულდეს და ასეთივე რეაქცია ექნება მოსახლეობის დიდ ნაწილს. სიტყვის გატეხვის ფაქტი არის მიუღებელი. არ არის გამორიცხული უმრავლესობას სიტყვის გატეხვა არ აპატიონ, გააჩნია, პროცესები როგორ წავა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება არსებული სიტუაციიდან გამოსავალს, როგორც საყვარელიძე აცხადებს, ყველა მხრისთვის მომგებიანი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახეცვლილი ვარიანტის კენჭისყრაა, თუმცა, კონსტიტუციური ცვლილების სულისკვეთება იგივე უნდა დარჩეს.

„თუკი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით წავიდა პროცესი, მაშინ დღეს არსებული კანონით რომ არ ჩატარდეს, რასაც რეალურად რუსთაველზე აპროტესტებენ, მაშინ კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევიდეს, რაც იგივე პრობლემას დაეჯახება პარლამენტში მაჟორიტარების მხრიდან, რასაც უკვე დაეჯახა. ეს მიმართულება, მგონი, ჩიხის შემცველია. ვფიქრობ, ყველაზე მომგებიანი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის იქნება ის, რომ არსებულ პროექტს მიეცეს ახალი რედაქცია, რომლის სულისკვეთება ძველი დარჩება და ხელახლა გავიდეს პარლამენტში კენჭისყრაზე. შეიძლება გაკეთდეს მცირე ცვლილებები ისეთი, რომელსაც კანონი აიტანს ხელმორედ გასატანად. როგორც ჩანს, ამაზეც არის ლაპარაკი ირაკლი კობახიძის რეაქციიდან გამომდინარე. თუკი ხელმეორედ გატანაზე მიდგება საქმე, მგონია, რომ სიტუაცია შეიძლება ჩაწყნარდეს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა