მსოფლიოს წამყვანი მინის მწარმოებელი, ფრანგული კომპანია „SAINT-GOBAIN“- ი ატარებს ყოველწლიური ხარისხის კონტროლს, რაც მოიცავს ხელოსანთა კვალიფიკაციის შეფასებას, დანადგარების ხარისხს, უშუალო პროცესის სწორად მართვასა და სხვა კრიტერიუმებს. ხარისხის კონტროლის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს ბაზარზე ყველაზე მსხვილი მინისა და ალუმინის იმპორტიორი კომპანია “ჯეო გლასმა“ უმაღლესი სტანდარტები აჩვენა და შედეგად, ხარისხის სერთიფიკატით დაჯილდოვდა.
კომპანია ,,ჯეო-გლასი“ უკვე 10 წელია მინის ბაზარზე აქტიურად მუშაობს, მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს.
როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა - თაკო ახვლედიანმა განაცხადა, მინა-პაკეტის წარმოებისთვის დანადგარებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება:
„ხარისხის კონტროლი სამშენებლო სექტორში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შესაბამისად, ფრანგული კომპანია ,,Saint Gobain”-ი ყოველწლიურად ატარებს ხარისხის კონტროლს. წელს ჩვენი კომპანია ,,ჯეო გლასი“ კიდევ ერთხელ დაჯილდოვდა ხარისხის სერთიფიკატით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ვამაყობთ ჩვენი გუნდის წევრებით, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები წარმოების პროცესში, უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი პროფესიონალიზმი. მინა-პაკეტის, ან თუნდაც ალუმინის კონსტრუქციის წარმოებისთვის აუცილებელია ყოველი დეტალი იყოს ზუსტად გათვლილი, რათა პროდუქტმა შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა: თბო-იზოლაცია, კონსტრუქციის სიმყარე, ხარისხი, მდგრადობა, ხმის იზოლაცია და სხვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს გავაგებინოთ, თუ რამდენად საჭიროა დანადგარებისა და პროფესიონალების ჩართულობა ამ სექტორში. დღეს, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც დამზადების ტექნოლოგიას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ერთ წელში კონსტრუქცია მომხმარებელს გამოსაცვლელი აქვს, ან საერთოდ ვერ ინარჩუნებს საჭირო თვისებებს“.
,,ჯეო გლასი“ გამოირჩევა საწარმოო სიმძლავრით. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით, რაც განაპირობებს მაღალი ხარისხის მინა-პაკეტის, მეტალოპლასტმასისა თუ ალუმინის კარ-ფანჯრის წარმოებას. დანადგარები მილიმეტრის სიზუსტით ახდენს პროდუქტის დამზადებას, კუთხეების დამუშავებასა და სხვა მნიშვნელოვან საწარმოო ფაქტორებს.
დაინტერესების ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კომპანიას დაუკავშირდეს ნომერზე (+995) 322 11 11 00 ან მეილზე Office@geoglass.ge
(R)