შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან, აქცია მიმდინარეობს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ,,ნაცმოძრაობისა “ და სამოქალაქო მოძრაობა ,,შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ. შეკრებილები გაბმული საყვირებითა და ტრანსფარანტებით: ,,ბიძინა , აქ ვერ ჩამოხვალ“, ,,რუსული ოცნება დასრულდა“, „გადაგვაგდე? გადაგაგდებთ!“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ.

„რაც არ უნდა გასაკვირი და სამწუხარო იყოს ვერ ვიფიქრებდით, რომ შეკვეთილში ასე უცებ და ისევ მოგვიწევდა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ჩამოსვლა . ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არაადეკვატური ადამიანი თუ როგორ გადაწყვეტილებებს ღებულობს და შესაბამისად, გუშინ როგორც მოიქცა პარლამენტი, რა სანახაობაც უჩვენეს, ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი მოიგონა და დაგეგმა დიდი ხნით ადრე ბიძინა ივანიშვილმა. ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება ოპოზიციის მოთხოვნები. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ აქ და გავმართოთ პერმანენტული აქცია. ვაპირებდით ცენტალური გზის გადაკეტვას, რისი უფლებაც პოლიციამ არ მოგვცა. ივანიშვილი თუ მოისურვებს, რომ ხმაურს გამოექცეს დედაქალაქიდან და დაისვენოს შეკვეთილში, აქ დახვდება უფრო მეტი ხმაური", - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში