ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში

პიქსელი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს-ცენტრია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის შენობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემები. ეს მიზეზები საერთაშორისო კომპანიების შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ოფისის არჩევისას. ზუსტად ამის გამო, პიქსელი დღესაც რამდენიმე საელჩოსა და უცხოური კომპანიის საოფისე სივრცეა. ასევე, აღსანიშნავია, რომ შენობის ეფექტური არქიტექტურა მოქნილი გეგმარების საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რაც ბიზნესისთვის ოპტიმალური ფართის შერჩევას ამარტივებს.

დღეს პიქსელს ოფიციალურად კომპანია კოლიერსი წარმოადგენს და დიდი და მცირე ზომის საოფისე ფართების რამდენიმე შეთავაზებას აანონსებს, რომელიც ყველა ტიპის კომპანიისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. 82მ² ღია სამუშაო სივრცე იდეალურია სტარტაპებისთვის; 200მ² ოფისი კაბინეტური და ღია სივრცის მიქსია; 520მ² საოფისე სივრცე ყველა საერთაშორისო და უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს, რის გამოც მას შვეიცარიის საელჩო იკავებდა; 50მ² ავეჯით მოწყობილი მზა ოფისია საუკეთესო გამოყენებით ქოლცენტრისთვის, ხოლო ყველაზე დიდი საოფისე ფართი 2,000მ²-ს მოიცავს ერთ სართულზე, რაც თბილისის მასშტაბით უნიკალური შეთავაზებაა.

პიქსელი ზომით ყველაზე დიდი ბიზნეს-ცენტრია თბილისში. (33,601მ²), შენობის ინვესტორი ლატვიური კომპანიაა - Pixel invest Group LLC. ექსტერიერის დიზაინი გერმანულმა კომპანია GS Fenster-მა შექმნა, ხოლო საინჟინრო-სამშენებლო მხარეზე გერმანულმა და შოტლანდიურმა კომპანიებმა იზრუნა WPW, TIC Construction management. ცენტრს ემსახურება 24-საათიანი დაცვა, აქვს 2 დონიანი პარკინგი, 4 ლიფტი, საზაფხულო ტერასები, მის გარშემო მრავალი საკვები ობიექტია, ხოლო -1 სართულზე განთავსებულია სუპერმარკეტი, რაც დამატებით კომფორტია მეიჯარეებისათვის.

მიუხედავად ყველაზე პრესტიჟული ლოკაციისა, ბიზნეს ცენტრში ოფისის ქირაობა 16$-იდანაა შესაძლებელი. დაინტერესების შემთხვევაში კომპანიას დღესვე შეუძლია დაიწყოს მოლაპარაკებები და გადავიდეს პიქსელის ახალ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უკვე განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე.

Colliers International Georgia

https://ka.pixels.ge/

+995 32 2 243366

offices@colliers.ge

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით