ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოსს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, მას შედეგ რაც, უმრავლესობამ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილელების პროექტის მიღება ჩააგდო, შეიძლება ითქვას, რომ პროცესები თავად მმართველ პარტიაში და ქუჩაში ელვის სისწრაფით განვითარდა.

მართალია, აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ აქამდე ნაკლებად ცნობილმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა ჩააგდეს „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ინიციატივა 2020 წელს არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესითა და უბარიეროდ ჩატარების შესახებ, მაგრამ, ფაქტია, რომ ქუჩის აქციების დაწყების პარალელურად მოსალოდნელზე სწრაფად განვითარდა პროცესები მმართველ გუნდში.

ვგულისხმობ იმას, რომ მისი რიგები ჯერ პროდასავლური პოზიციებით გამორჩეულმა დეპუტატებმა დატოვეს, ხოლო შემდეგ ამგვარ განწყობებში ნაკლებად შემჩნეულმა კონსერვატორებმა.

თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ მიერ 2020 წელს არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესითა და უბარიეროდ ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების პოლიტიკურ შედეგებს მმართველი გუნდისთვის და პოლიტიკური პროცესისათვის?

- შედეგები უკვე ჩანს, თუნდაც იქედან, რომ რამდენიმე დეპუტატმა მიატოვა „ოცნება.“ სწორედ კენჭისყრის შედეგების გაგების შემდეგ ვივარაუდე, რომ, ალბათ, „ოცნებიდან“ გასულთა მეორე ტალღას უნდა ველოდეთ მეთქი.

ერთი ასეთი ტალღაც და „ოცნება“ მხოლოდ ფორმალურადღა შეინარჩუნებს ხელისუფლებას, ყოველგვარი მორალური და ფსიქოლოგიური ლეგიტიმაციის გარეშე, რაც მთავარია, საკუთარი სიმართლის გრძნობის გარეშე.

ერთი ასეთი ტალღაც და „ოცნება“ მხოლოდ ფორმალურადღა შეინარჩუნებს ხელისუფლებას, ყოველგვარი მორალური და ფსიქოლოგიური ლეგიტიმაციის გარეშე, რაც მთავარია, საკუთარი სიმართლის გრძნობის გარეშე

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ პარლამენტის მსგავსი ფსიქოლოგიური პროცესებია სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებშიც. ძალის გამოყენებაც, ასეთი რამ აზრადაც რომ მოუვიდეთ, ზაფხულის ამბების შემდეგ, გაუჭირდებათ. ეს ვერ გათვალეს „ოცნების“ პოლიტტექნოლოგებმა. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველაფერს კვლავ მათთვის მომგებიანი ორპოლარული დაპირისპირების რეჟიმში გადაიყვანდნენ. მათ მხედველობიდან პოლიტიკური პროცესების მორალური მდგენელი გამორჩათ. იგივე მოსდიოდათ მათ წინამორბედებსაც.

ეს მაშინ ხდება, როდესაც მავანი მიიჩნევს, რომ ძალაუფლებას საიმედოდ ფლობს და მისთვის საშიშიც სწორედ მაშინ იწყება. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის დეპუტატებს ზემოდან ამშვიდებდნენ კიდეც, ნურაფრის გეშინიათ, ორიოდე კვირა იხმაურებენ და დაიშლებიანო.

შეიძლება ასეც მოხდეს, ოპოზიციამ ვერ მიაგნოს მოქმედების გეგმას, მაგრამ ეს მხოლოდ „ოცნების“ მიმართ აგრესიას კიდევ უფრო გაზრდის. საზოგადოებაში კიდევ უფრო გაძლიერდება „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის ნება და ისეთი პოლიტიკური ჯგუფის მოლოდინი, ვინც დღევანდელ ორპოლუსიან პოლიტიკურ ცხოვრების მიღმა რაღაც ახალ პერსპექტივას დაანახებს.

შეიძლება ასეც მოხდეს, ოპოზიციამ ვერ მიაგნოს მოქმედების გეგმას, მაგრამ ეს მხოლოდ „ოცნების“ მიმართ აგრესიას კიდევ უფრო გაზრდის. საზოგადოებაში კიდევ უფრო გაძლიერდება „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის ნება და ისეთი პოლიტიკური ჯგუფის მოლოდინი, ვინც დღევანდელ ორპოლუსიან პოლიტიკურ ცხოვრების მიღმა რაღაც ახალ პერსპექტივას დაანახებს

სწორედ ასე მოხდა 2011 წლის 26 მაისს აქციის სისხლიანი დაშლის შემდეგ. სამწუხაროდ, ივანიშვილმა, როგორც ჩანს, თავის დროზე კარგად ვერ გაიაზრა, თუ რა როლი ითამაშა მის წარმატებაში საზოგადოების ნებამ, არსებული პოლიტიკური სპექტრით უკმაყოფილებამ და „ვინმე ახლის“ მოლოდინმა, თორემ თავადვე არ შექმნიდა ანალოგიურ სიტუაციას. ან, ივანიშვილს უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა და ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მომხდარის მიზეზი ისაა, რომ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ პროპორციული არჩევნებით „ქართული ოცნება“ 50%-ზე მეტ ხმას ვერ მიიღებდა, ამიტომ მან ამჯობინა ისევ მაჟორიტარების ხარჯზე უზრუნველყო 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება.

თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება ყოფილიყო რეალური მიზეზი იმისა, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლო, თუ როგორც თავად განაცხადა, ვერ მოახერხა არჩევნების წესთან დაკავშირებით დანაპირების შესრულება?

- როგორც ჩანს, ბოლო მომენტში გაუჭირდა მაჟორიტარების დათმობა. არ არის გამორიცხული, რაიმე საშიანო მოხმარების სოციოლოგიურ კვლევასაც გაეცნო. მე კარგად ვიცი, როგორი იერარქიაა „ოცნებაში“ და ძნელი წარმოსადგენია, ერთბაშად 40 კაცი მათი ლიდერის ნების წინააღმდეგ წავიდა და მასთან კეთილ ურთიერთობას თავისი მოქალაქეობრივი პოზიციის დაცვა არჩია.

მე კარგად ვიცი, როგორი იერარქიაა „ოცნებაში“ და ძნელი წარმოსადგენია, ერთბაშად 40 კაცი მათი ლიდერის ნების წინააღმდეგ წავიდა და მასთან კეთილ ურთიერთობას თავისი მოქალაქეობრივი პოზიციის დაცვა არჩია

მოკლედ რომ ვთქვა, ჩემთვის გაუგებარია „ოცნების“ ლიდერის ეს ნაბიჯი. კრიზისში მოხვედრილი ვერც შევარდნაძე და ვერც სააკაშვილი ვერ გადაარჩინეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა. ზღვრული დაძაბულობის დროს ამგვარი გათვლები აღარ მუშაობს. უკეთ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს უახლეს ისტორიას.

კრიზისში მოხვედრილი ვერც შევარდნაძე და ვერც სააკაშვილი ვერ გადაარჩინეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა. ზღვრული დაძაბულობის დროს ამგვარი გათვლები აღარ მუშაობს. უკეთ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს უახლეს ისტორიას

მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი და პროფესიონალებს ვენდობი. ისინი ამტკიცებენ, რომ პირველი მოსმენისათვის ხმების 2/3, ანუ 101 ხმა საკმარისი იყო. ამ სფეროში ჩემთვის ავტორიტეტულმა ვახტანგ ხმალაძემაც გაიმეორა ეს.

„ოცნების“ ლიდერები გულწრფელად რომ იყვნენ შეწუხებულები, ასე ნაჩქარევად არ გამოაცხადებდნენ კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ და ამ ნორმას გაიხსენებდნენ. რბილად რომ ვთქვათ, ეს კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ მაჟორიტარების „მოქალაქეობრივი პათოსით აღსავსე“ ჯანყი ზევიდან იყო დაგეგმილი.

მაჟორიტარების „მოქალაქეობრივი პათოსით აღსავსე“ ჯანყი ზევიდან იყო დაგეგმილი

- ძნელი სათქმელია შექმნილ ვითარებაში გამოსავალის ძიების რა გზას დაადგება მმართველი გუნდი. მაგრამ უკვე ცხადად ჩანს, რომ იგი არჩევნებთან დაკავშირებით არც განიხილავს თუნდაც დაჩქარებული წესით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას.

ამასობაში კი პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია გაერთიანდა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ისინი ხელისუფლებისაგან ისევ პროპორციული სისტემით არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, ასევე არჩევნების ჩასატარებლად დროებითი, ტექნიკური მთავრობის შექმნას, ცესკო-ს ახალი წესით დაკომპლექტებას მოითხოვენ.

მმართველ პარტიაში კრიზისი სახეზე კია, მაგრამ არა გავს „ქართული ოცნება“ იმ ხელისუფლებას, რომელმაც შეიძლება დააკმაყოფილოს ოპოზიციის მოთხოვნები. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ქუჩაში? ამ პროცესში რა როლი შეიძლება შეასრულოს „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელმაც, დანარჩენი ოპოზიციისაგან ცალკე აქციების დაწყება დაანონსა?

- 17-ში სამ საათზე გამოჩნდება, რამდენად მზად იყო ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის ამ ახალი ტალღისათვის. ამ ატაპზე მეჩვენება, რომ მათი მოთხოვნები ცხელ გულზე და სახელდახელოდ იყო მოფიქრებული.

17-ში სამ საათზე გამოჩნდება, რამდენად მზად იყო ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის ამ ახალი ტალღისათვის

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს,“ ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბდა ერთგვარი „ალტერნატიული ოპოზიციის“ ფენომენი, რომლის ფუნქციაც ოპოზიციური ნიშის დაკავება და ყველა სხვის იქედან განდევნაა. მან უნდა შექმნას „ალტერნატიული საპროტესტო მუხტი,“ უნდა ჩაატაროს ალტერნატიული მიტინგები და ა.შ.

ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბდა ერთგვარი „ალტერნატიული ოპოზიციის“ ფენომენი, რომლის ფუნქციაც ოპოზიციური ნიშის დაკავება და ყველა სხვის იქედან განდევნაა. მან უნდა შექმნას „ალტერნატიული საპროტესტო მუხტი,“ უნდა ჩაატაროს ალტერნატიული მიტინგები და ა.შ.

ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ იმთავითვე იცის, რომ ხელისუფლების სათავეში ვერასოდეს აღმოჩნდება უკეთესი დროის მოლოდინში ხელისუფლებასთან რიგდება. საქმე ისაა, რომ ასეთი გარიგებები მაშინვე ცხადი ხდება, როგორც კი ხელისუფლებას კრიზისი უდგება. აღარ ჩამოვთვლი, თუ რამდენი ასეთი „ოპოზიციური ალტერნატივა“ გაქრა ჩვენი პოლიტიკური სივრციდან.

- ჯერ მართლაც ძნელია იმაზე საუბარი თუ რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, შესაბამისად, მისი სავარაუდო შედეგების წარმოდგენაც ძნელია.

დამკვირვებელთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ივანიშვილმა პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმით არჩევანი იმ ამომრჩევლის სასარგებლოდ გააკეთა, რომელსაც სულაც არ აქვს პროდასავლური განწყობები. შესაბამისად, მისი კონკურენტი ამ თვალსაზრსით არა რუსთაველზე მდგომი ოპოზიციის უმეტესობის ამომრჩეველი, არამედ „პატრიოტთა ალიანსის“ გულშემატკივრები არიან.

მიმდინარე კვირას მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების შედეგად პროდასავლური ძალებისგან სახელდახელოდ შეკოწიწებული მთავრობა გადადგა. პრორუსული განწყობებით ცნობილმა დოდონმა პრემიერად აბსოლუტურად პრორუსული მსოფლმხედველობის პრემიერი წარადგინა.

მოლდოვას მოვლენები იმის გამო გავიხსენე, რომ იქაც დაახლოებით ისე ვითადებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე პროცესები, როგორც ახლა ჩვენთან.

რამდენად დიდია საქართველოს საშინაო პოლიტიკის „მოლდოვიზაციის“ ალბათობა, ანუ ჩვენთან რომ პროცესები მოლდოვაში მიმდინარე პროცესების მსგავსად განვითადეს?

- როდესაც დასავლეთიდან კრიტიკის ასეთი ნიაღვარი დაგატყდება თავს, ეს ნიშნავს, რომ, როგორც თქვენ უწოდეთ, მოლდოვიზაციის გზას უკვე დადგომიხარ, როდესაც შენი სიტყვა მართვის ტექნოლოგიები ნდობას აღარ იმსახურებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ცივილიზებულ ქვეყნებშიც და მოკავშირედ მხოლოდ ჩრდილოელი მეზობელი თუ გამოგადგება, ესეც მოლდოვიზაციაა.

როდესაც დასავლეთიდან კრიტიკის ასეთი ნიაღვარი დაგატყდება თავს, ეს ნიშნავს, რომ მოლდოვიზაციის გზას უკვე დადგომიხარ

როდესაც ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამტკიცებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის სასიცოცხლო ანაკლიის პროექტს ყველა ხერხით ძირავ, რათა ამ პორტმა ტამანის რუსულ პორტს კონკურენცია არ გაუწიოს, ხოლო ამის ნაცვლად საზოგადოებას ეკონომიკური სასწაულის ფორმულად მარიხუანას ეკონომიკას სთავაზობ, ნებსითი თუ უნებლიე მოლდოვიზაცია უკვე ფაქტია.

მოლდოვიზაცია, როგორც თქვენ ბრძანეთ, ძალაუფლების დაკარგვის შიშმაც შეიძლება შვას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით