დავით მაღრაძე - „ქართული ოცნება“  არის უსერიოზულესი პრობლემა, ძველი ხელისუფლება კი იყო ტრაგედია - სწორედ ესაა განსხვავება -  პრობლემის მოგვარება შეიძლება, ტრაგედიას კი ვერ მოაგვარებ, ტრაგედია უნდა გადაიტანო

„ქართული ოცნება“ არის უსერიოზულესი პრობლემა, ძველი ხელისუფლება კი იყო ტრაგედია - სწორედ ესაა განსხვავება: პრობლემის მოგვარება შეიძლება, ტრაგედიას კი ვერ მოაგვარებ, ტრაგედია უნდა გადაიტანო“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოეტმა დავით მაღრაძემ განუცხადა და დასძინა, რომ დღევანდელ აქციაში თავად მონაწილეობას არ მიიღებს.

„ეს ხელისუფლება ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, მძიმე საყურებელი და მოსასმენია ეს ყველაფერი. მომიტევოს მკითხველმა, პარალელს არ ვავლებ საერო და სასულიერო სამყაროებს შორის, თუმცა თვალსაჩინოებისთვის მგონი ღირს: ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა როგორი უსერიოზულესი პრობლემებია საპატრიარქოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რჯული გამოვიცვალოთ. ასე ხელისუფლებაში: შევხედოთ ვინ არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა?! მე არც ის მინდა, რომ ესენი სამუდამოდ დარჩნენ და არც ის მინდა, რომ „ისინი“ მობრუნდნენ.

ალტერნატივა უნდა შეიქმნას საზოგადოების წიაღში. უნდა დაიბადოს ახალი ძალა, რომელიც ხვალინდელი დღის გამოწვევებს უპასუხებს. ჩემთვის ყველაზე არასასურველი სცენარი იქნება ალტერნატივის არშექმნა და იმ მოცემულობის დარჩენა, რომელიც ახლა გვაქვს, მძიმე ვითარებაში მყოფმა ხელისუფლებამ განაგრძოს მსვლელობა იგივე გზით. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ „ქართული ოცნება“ ეს არის უსერიოზულესი პრობლემა, ძველი ხელისუფლება კი იყო ტრაგედია - სწორედ ესაა განსხვავება: პრობლემის მოგვარება შეიძლება, ტრაგედიას კი ვერ მოაგვარებ, ტრაგედია უნდა გადაიტანო“ , - განაცხადა დავით მაღრაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება