გიგი უგულავა - ივანიშვილმა ქვეყანა საგიჟეთად აქცია

ივანიშვილის ყოველი დღე ხელისუფლებაში ქვეყნისთვის უბედურების მომტანია, ივანიშვილი უდრის ქაოსს, ივანიშვილი უდრის საგიჟეთს, მან ქვეყანა აქცია საგიჟეთად, მან მორალურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, საიდანაც გამოსავალი არის ერთადერთი - პროპორციული რიგგარეშე არჩევნები,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ინტერპრესნიუსს“ რუსთაველის გამზირზე მსვლელობის დროს განუცხადა.

გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილს „ხალხი გადააგდებს“ და აღნიშნულის გეგმას დღევანდელ აქციაზე წარადგენენ.

„ივანიშვილმა ხალხი გადააგდო და ახლა ხალხი გადააგდებს ივანიშვილს, როგორ რანაირად ამის გეგმა გვაქვს, ეს აქციაზე გახმოვანდება, ეს არ იქნება ადვილი გზა. ივანიშვილის ფსკერი ჩვენ დავინახეთ, მას არანაირი მორალური ფსკერი არ აქვს. მან შეიძლება იკადროს ყველაფერი, მკვლელობიდან დაწყებული საუკუნის მზაკვრობით დამთავრებული, რომელიც მან გააკეთა, მაგრამ ხალხის წინაშე ყველა უძლურია, მთელი თავისი მილიარდებით. ივანიშვილის ყოველი დღე ხელისუფლებაში, ქვეყნისთვის უბედურების მომტანია, ივანიშვილი უდრის ქაოსს, ივანიშვილი უდრის საგიჟეთს, მან ქვეყანა აქცია საგიჟეთად, ქვეყანას დაწყნარება სჭირდება, სტაბილური განვითარება და ეკონომიკა, რაც ივანიშვილის პირობებში შეუძლებელია. მან მორალურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, საიდანაც გამოსავალი არის ერთადერთი - პროპორციული რიგგარეშე არჩევნები. პროპორციულ რიგგარეშე არჩევნებს ჩვენ მივაღწევთ იმით, რომ ქართული ოცნების პოლიტიკურ ელიტას არ ექნება შესაძლებლობა და ხალხი მათ არ მისცემს მართვის შესაძლებლობას“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“