ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და მოქალაქეები. ისინი ღამის გათენებას საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებენ.

ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან სიმშვიდეა. კასრებში ცეცხლი ანთია და კარვებია გაშლილი შენობის თითქმის ყველა მხარეს-რუსთაველის გამზირზე, ჩიტაძის, ჭიჭინაძის და ზუბალაშვილის ქუჩებზე. ამასთან, ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებისგან ბარიკადებია მოწყობილი ჩიტაძის, ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ პარლამენტის შესასვლელებთან.

პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს კი ჭიჭინაძის ქუჩის მხარიდან ბოქლომი ადევს. აქციის მონაწილეების თქმით, დეპუტატები პარლამენტის შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ იქამდე, ვიდრე პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ, მთელ ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შენობის ეზოშიც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება