BTU-ში საერთაშორისო სასერთიფიკატო პროგრამა საცალოდ ვაჭრობაში იწყება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, ISC PARIS BUSINESS SCHOOL-თან თანამშრომლობით, საქართველოში ორმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამის მოდულების სასერტიფიკატო პროგრამა იწყება. პროგრამის პრეზენტაციაზე სპიკერები იყვნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლა და ISC Paris Business School-ის პროფესორი ჩარლს ბერგერი.

სასწავლო პროგრამა 4 თვიანია და ჯამური ღირებულება შეადგენს 2 000 ევროს. სასერტიფიკატო პროგრამა საქართველოში უპრეცედენტო პირობით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროგრამა არის მოქნილი და ერგება გადასამზადებელი კანდიდატების პროფესიულ საჭიროებას.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, საცალო ვაჭრობის მიმართულებით საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამა პირველად იწყება.

„პროგრამა თებერვალში დაიწყება და ოთხი თვე გაგრძელდება. მისი განმახორციელებელი სრულად იქნება ფრანგული მხარე. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საერთაშორისოდ ვაჭრობის მენეჯმენტის სწავლება. კურსის დიზაინი მთლიანად მორგებულია მომხმარებელზე და ბენეფიციარზე, რაც, თავის მხრივ, უნიკალური შემთხვევაა. პროგრამა არის ორმაგი აკრედიტაციის მქონე, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული 16 000 ბიზნეს სკოლიდან მხოლოდ 4% არის ორმაგად აკრედიტებული,” - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

სტატისტიკური მონაცემებით, საცალოდ ვაჭრობის ბიზნესი, საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს აღნიშნულ სფეროში საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერების გადამზადების პროგრამა. ენუქიძის განმარტებით, სწორედ ბაზარზე არსებული დანაკლისის გამო გადაწყვიტეს ამ პროგრამის დაწყება. ISC Paris Business School-თან თანამშრომლობის მიზეზი კი ისაა, რომ საფრანგეთი საცალოდ ვაჭრობაში მსოფლიოში ლიდერი ქვეყანაა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ საცალო ვაჭრობის პროგრამის საქართველოში განხორციელება, რადგან საქართველო ამ მიმართულებით სწრაფად ვითარდება და ბიზნესსექტორი იზრდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას მალე დასჭირდება არაერთი პროფესიონალი კადრი საცალო ვაჭრობის მიმართულებით. ჩვენ ამ სფეროში დიდი გამოცდილება და ცოდნა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მისი გადმოცემა და ქართველი საზოგადოებისთვის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია შევმატოთ გარკვეული ღირებულება ქართულ ეკონომიკას ადამიანებისათვის საცალო ბიზნესის ზრდაში,“ - განაცხადა ISC Paris Business School-ის დეკანმა ჩარლს ბერგერმა.

1963 წელს დაარსებული პარიზის ბიზნეს სკოლა გამორჩეულ და მოწინავე ადგილს იკავებს ფრანგული პრესტიჟული Grandes Ecoles სისტემაში. სკოლის პროგრამები აკრედიტებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს, AACSB-ისა და AMBA-მ მიერ. ბიზნეს სკოლის პერსონალი დაკომპლექტებულია მსოფლიოში ცნობილი პროფესორებითა და პრაქტიკოსებით, რისი საშუალებითაც პარიზის ბიზნეს სკოლა ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

პროგრამა საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით 2020 წლის თებერვლიდან იწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო