საფრანგეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების გართულების ინიციატივით გამოდის

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, საფრანგეთს სურს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წესები შეიცვალოს. გამოცემის ინფორმაციით, ორგვერდნახევრიან დოკუმენტში, რომელიც საფრანგეთმა ბლოკის სხვა წევრ ქვეყნებს გადაუგზავნა, პარიზი გამოდის მოწოდებით, შეცვალონ ალიანსში გაწევრიანების პროცედურები.

დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიქმნას ახალი შვიდსაფეხურიანი პროცესი „მკაცრი პირობებით, რათა ეფექტურად მოხდეს ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისაბაში მოსვლა“, ამასთან, უნდა მოხდეს „შექცევადობის კომპონენტის“ დამატება, რაც ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს შეწყვიტოს გაწევრიანების შესახებ ქვეყანასთან მოლაპარაკებები, თუ მისი მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ბლოკის სტანდარტების შესრულებას.

შეთავაზება საფრანგეთის მხრიდან მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა დაბლოკა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის მოლაპარაკებები ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ. გამოცემის ცნობით, საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანა არ იყო, რომელიც მსგავს მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო მოლაპარაკებების დაწყებისა განსაკუთრებით ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებაში.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, დოკუმენტში, საფრანგეთი გამოხატავს მხარდაჭერას ევროკავშირის პოლიტიკისადმი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ალბანეთთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, კოსოვოსთან, მონეტენეგროსთან და სერბეთთან, აცხადებს რა, რომ ეს ქვეყნები „მიეკუთვნებიან ევროპას მათი ისტორიით, კულტურით და გეოგრაფიული მდებარეობით“, თუმცა, ამ ქვეყნებში ის „პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რაც ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვისაა საჭირო, ნელა მიმდინარეობს“.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო