გიგი უგულავა - დაგვიჭერენ? მით უარესი მათთვის, დაგვარბევენ? მით უარესი მათთვის

დაგვიჭერენ? მით უარესი მათთვის, დაგვარბევენ? მით უარესი მათთვის. ჩვენ არ ვაპირებთ წინააღმდეგობის გაწევას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი კანონის ზღვარზე არიან, თუმცა რჩებიან კონსტიტუციის ფარგლებში.

„სამარცხვინოა მათი განცხადება ისევე, როგორც სამარცხვინოა დავალებები, როცა უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ რიგით პოლიციელებს. რაც შეეხება სამართლებრივ ექსპერტიზას, გაცილებით უფრო სარწმუნოა ჩემთვის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დასკვნა, ვიდრე ვაჟა სირაძის არითმეტიკა.

ჩვენ კანონის ზღვარზე გავდივართ, მაგრამ ვიცავთ და ვრჩებით კონსტიტუციის ფარგლებში. თუ ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს აბსოლუტურად სხვაა, ამიტომ ის მუხლი, რომელიც მოიყვანა შსს-მ, მარტო მათ შეესაბამებათ, რადგან მათ მოქმედებაზეა საუბარი და ვერ იქნება გამოყენებული აქ.

მაგრამ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს, რას წერენ კანონებში, რადგან ჩვენ ვნახეთ, საქართველოში, „ქართული ოცნების“ პირობებში ფორმალურად დაწერილ კანონსაც და სიტყვასაც ფასი აღარ აქვს, მას შემდეგ, რაც მზაკვრობა ჩაიდინა ივანიშვილმა და გადააგდო ქართული საზოგადოება.

თუ იქნება დარბევა, ეს აქამდეც არაძალადობრივი აქცია იყო, მხარდაჭერილი ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, პრაქტიკულად, ივანიშვილი თავისი კალაძეებით და ამ მართლა შაიკით, რომელიც დარჩა მას, არის მარტო და საერთაშორისო იზოლაციაში.

„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა საკუთარი თავი შეიყვანეს იმ მდგომარეობაში, რომ რაც უფრო ცუდი, მით უკეთესი. დაგვიჭერენ? მით უარესი მათთვის, დაგვარბევენ? მით უარესი მათთვის. ჩვენ არ ვაპირებთ წინააღმდეგობის გაწევას და კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება დაინახავს, რომ პუტინის მსგავსად მოქმედებს ივანიშვილი და სულ უფრო მეტად ემსგავსება ივანიშვილის რეჟიმი პუტინის რეჟიმს. ეს იქნება მხილება ჩვენი საკუთარი ტყავის, ოფლის თუ სისხლის ფასად, საკუთარის, ოღონდ ხაზს ვუსვამ, ისევე როგორც აკეთებენ ამას ის ლიდერები, რომლებიც აბსოლუტურად არაძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ. არც დაკავებას გამოვრიცხავ, არც დარბევას. დაგვარბევენ? მოვალთ ისევ დავდგებით. კიდევ დაგვარბევენ? ისევ მოვალთ. ეს პროტესტი არ დამთავრდება,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა