რატი იონათამიშვილი - ღმერთი ნუ გაუწყრება და ნურავინ გაბედავს, როდესაც პარლამენტში მისვლას დავაპირებ, გზა გადამიღობოს

ღმერთი ნუ გაუწყრება და ნურავინ გაბედავს, როდესაც მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას, გზა გადამიღობოს, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ის ხელოვნურ ბარიერებს ვერ აიტანს.

„პირადად მე მაქვს ძალიან დატვირთული გრაფიკი, ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კეთილდღეობას და არის სასწრაფოდ გადასაჭრელი, ჩემთვის თითოეული დღე არის ძვირფასი. ღმერთი ნუ გაუწყრება და ნურავინ გაბედავს, როდესაც მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას, ჩემი ვალდებულებების და მოვალეობის შესრულებას, წინ გზა გადამიღობოს. პარლამენტი ჩვენ გავხადეთ მისაწვდომი და ხელოვნურ ბარიერებს ამ გზაზე ვერავისგან ავიტან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნის პოლიტიკაში დესტრუქციის ადგილი არ არის.

„დესტრუქციული ქმედებაა, როცა ეროვნულ და ევროკავშირის დროშას „სკოჩის“ ფუნქციას ანიჭებ, დესტრუქციული ქმედებაა, როცა ხელით ეხები პარლამენტის ყველაზე უხუცეს წევრს რევაზ არველაძეს, დესტრუქციაა როდესაც წინა ხელისუფლების რეპრესიული ქმედების მსხვერპლს, მერაბ ქვარაიას ისევ ამ ძალის წარმომადგენლები ცდილობენ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მინდა მოვუწოდო ყველას, გააანალიზონ თავიანთი საქციელი, რადგან 21-ე საუკუნის პოლიტიკაში დესტრუქციის ადგილი არ არის. ეს არის ისეთივე წარსული, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

რატი იონათამიშვილი - ღმერთი ნუ გაუწყრება და ნურავინ გაბედავს, როდესაც პარლამენტში მისვლას დავაპირებ, გზა გადამიღობოს

ღმერთი ნუ გაუწყრება და ნურავინ გაბედავს, როდესაც მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას, გზა გადამიღობოს, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ის ხელოვნურ ბარიერებს ვერ აიტანს.

„პირადად მე მაქვს ძალიან დატვირთული გრაფიკი, ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კეთილდღეობას და არის სასწრაფოდ გადასაჭრელი, ჩემთვის თითოეული დღე არის ძვირფასი. ღმერთი ნუ გაუწყრება და ნურავინ გაბედავს, როდესაც მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას, ჩემი ვალდებულებების და მოვალეობის შესრულებას, წინ გზა გადამიღობოს. პარლამენტი ჩვენ გავხადეთ მისაწვდომი და ხელოვნურ ბარიერებს ამ გზაზე ვერავისგან ავიტან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნის პოლიტიკაში დესტრუქციის ადგილი არ არის.

„დესტრუქციული ქმედებაა, როცა ეროვნულ და ევროკავშირის დროშას „სკოჩის“ ფუნქციას ანიჭებ, დესტრუქციული ქმედებაა, როცა ხელით ეხები პარლამენტის ყველაზე უხუცეს წევრს რევაზ არველაძეს, დესტრუქციაა როდესაც წინა ხელისუფლების რეპრესიული ქმედების მსხვერპლს, მერაბ ქვარაიას ისევ ამ ძალის წარმომადგენლები ცდილობენ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მინდა მოვუწოდო ყველას, გააანალიზონ თავიანთი საქციელი, რადგან 21-ე საუკუნის პოლიტიკაში დესტრუქციის ადგილი არ არის. ეს არის ისეთივე წარსული, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი