პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე 12 დეპუტატის განცხადება უმრავლესობის დატოვების თაობაზე ცნობად მიიღო

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა თანაგუნდელებმა უმრავლესობა დატოვეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ბიურომ დღევანდელ სხდომაზე 12 დეპუტატის განცხადება უმრავლესობის დატოვების თაობაზე ცნობად მიიღო. ამასთან, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერს გია ვოლსკის სთხოვა, დროულად უზრუნველყოს კონსულტაციები, რომ რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობებზე კონკრეტული ადამიანები დაინიშნონ.

„ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანაგუნდელების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან პატივისცემას იმსახურებს. მათ ამ წლების განმავლობაში ბევრი შრომა ჩადეს იმ მიმართულებებში, რომლებსაც უძღვებოდნენ. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მათ უმრავლესობა დატოვეს, თუმცა მე იმედს მაძლევს ის განწყობა, რომელიც მომავალში მოგვცემს შესაძლებლობას, პროგრესულ პროექტებსა და მნიშვნელოვან ინიციატივებზე კვლავ მივიღოთ მათი მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა არჩილ თალაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თორმეტმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე 12 დეპუტატის განცხადება უმრავლესობის დატოვების თაობაზე ცნობად მიიღო

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა თანაგუნდელებმა უმრავლესობა დატოვეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ბიურომ დღევანდელ სხდომაზე 12 დეპუტატის განცხადება უმრავლესობის დატოვების თაობაზე ცნობად მიიღო. ამასთან, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერს გია ვოლსკის სთხოვა, დროულად უზრუნველყოს კონსულტაციები, რომ რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობებზე კონკრეტული ადამიანები დაინიშნონ.

„ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანაგუნდელების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან პატივისცემას იმსახურებს. მათ ამ წლების განმავლობაში ბევრი შრომა ჩადეს იმ მიმართულებებში, რომლებსაც უძღვებოდნენ. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მათ უმრავლესობა დატოვეს, თუმცა მე იმედს მაძლევს ის განწყობა, რომელიც მომავალში მოგვცემს შესაძლებლობას, პროგრესულ პროექტებსა და მნიშვნელოვან ინიციატივებზე კვლავ მივიღოთ მათი მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა არჩილ თალაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თორმეტმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი