„ლილო მოლის“ გენდირექტორი - გიორგი გახარიასგან მეტროს 8 ახალი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით დადებითი პასუხი და გარანტია მივიღეთ

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასგან მეტროს 8 ახალი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით დადებითი პასუხი და გარანტია მიიღო.

როგორც „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტომა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერიც ესწრებოდა, მან სწორედ მეტროს ახალი სადგურების მშენებლობის საკითხი დააყენა.

„ბევრი ჭორი გავრცელდა იმ ისტორიულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 8 ახალი მეტროს სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს . პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ ეს პროექტი განხორციელდება. დადებითი პასუხი მივიღეთ ამაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ბოლო სადგური ლილოში იქნება”, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

კითხვაზე, რა არის ბიზნესის მთავარი გამოწვევა, კვარაცხელია აცხადებს, რომ ძირითადი გამოწვევა ლარის გაუფასურებაა.

შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში