ირაკლი კობახიძე - შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან მაჩვენებელს, ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს, ჩვენ ვმუშაობთ

შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50% -იან მაჩვენებელს. ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე, ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო პროცესებისთვის, ვემზადებით და გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც IRI-ის კვლევის შედეგებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია გააგრძელებს საარჩევნო სამზადისს, გააგრძელოს ოპოზიციამ დროის დაკარგვა და ეს გახდება იმის საფუძველი, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე.

„ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე კომენტარებს „აიპიემის“ და CRRC-ის კვლევებთან დაკავშირებით. ეს კვლევები არის ყოველთვის აცდენილი რეალობას, საბოლოო ჯამში, არის აცდენილი იმ შედეგებს, რომელიც იდება ხოლმე არჩევნებში. აქედან გამომდინარე, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტებიც კი ვერ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ აწყობთ ამის გაკეთება, სიხარულით შეხვდნენ ამ რეიტინგებს. მათ კარგად იციან, რომ ეს რეიტინგი არის აცდენილი სინამდვილეს, შესაბამისად, არ აძლევს მათ ოპტიმიზმის საფუძველს. არის კონკრეტული კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ამ კვლევებზე, ვიცით, რომ ეს არის ის კომპანიები, რომელბიც არიან პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. „აიპიემი“ არის ერთ განშტოებასთან დაკავშირებული, CRRC - მეორე განშტოებასთან, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათი შედეგები ხან ერთი განშტოების და ხან მეორე განშტოების სასარგებლოდ იხრება. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი უფლებები და ამიტომ ძალიან თამამად ვსაუბრობთ იმაზე, რა შედეგით დასრულდება მომდევნო არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპტიმიზმს, ეს ოპტიმიზმი იყო კარგად გამოხატული გასულ დღეებში, ნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს მხარდამჭერების მობილიზება, 5 000 კაცი იდგა მათ მიერ აქტივის ხარჯზე მობილიზებულ აქციაზე, შესაბამისად, ეს უჩვენებს იმ სურათს, რომელიც აუცილებლად აისახება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ