ადვოკატებმა  18 ნოემბერს დაკავებულებს პოლიციის ვიდეომტკიცებულებებთან დაკავშირებით მიმართეს, რომ „იქნებ დაეხმარონ და დაკავებულებმა თავი თვითონ ამოიცნონ“

„გამანადგურებელი მასალა მოიტანეს", - ასე შეაფასეს 18 ნოემბრის აქციების დროს დაკავებულებმა საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებები. როგორც ბრალდების მხარემ აღნიშნა, ვიდეომასალაზე კონკრეტული პირების დაკავებაა ასახული, თუმცა, კონკრეტულად რომელი პირის, ვერ ასახელებენ.

კადრები საკმაოდ შორი მანძილიდან არის გადაღებული, რასაც დარბაზში რეპლიკები მოჰყვა.

"იქნებ დაეხმაროთ და დაკავებულებმა თავი თვითონ ამოიცნოთ", - მიმართეს დაკავებულებს ადვოკატებმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. პროცესი 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს