გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ ავტომანქანა, რომლითაც ის აქციაზე  დაკავების შემდეგ  სამმართველოში გადაჰყავდათ, გზაში გაფუჭდა და პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა

18 ნოემბრის აქციების დროს დაკავებული სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ ავტომანქანა, რომლითაც ის დაკავების შემდეგ პოლიციის სამმართველოში გადაჰყავდათ, გზაში გაფუჭდა. როგორც მაქარაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი დაკავების ამსახველი ვიდეოს წარდგენისას განაცხადა, ის ავტომანქანის გაფუჭების შემდეგ სამმართველოში ფეხით მივიდა.

"როდის გაგიწიეთ წინააღმდეგობა? ეს მანქანა გზაში გაფუჭდა და ჩემი ორი ფეხით მივედი სამმართველოში", - განაცხადა მაქარაშვილმა. ამასთან, მაქარაშვილმა პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც დაკავებულების წინააღმდეგ მოწმედ არიან პროცესზე წარმოდგენილი მიმართა: "თქვენ ხალხს ემსახურებით და არა ბიძინას, ეს იცოდეთ!".

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე