გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ე.წ. გერმანული მოდელის შემოთავაზებამ „სააკაშვილის მიერ დაანონსებულ“ რევოლუციურ გზასთან“ დაკავშირებით ეჭვები გაუმყარა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ე.წ. გერმანული მოდელის შემოთავაზებამ „სააკაშვილის მიერ დაანონსებულ“ რევოლუციურ გზასთან“ დაკავშირებით ეჭვები გაუმყარა. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

„რევოლუციური სცენარის გათამაშება და პარლამენტში შემოჭრა ვერ მოახერხეს! თუმცა საზოგადოებაში კვლავ დარჩა დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც ემატება ჯერ კიდევ არსებულ არაერთ პრობლემას.ბუნებრივია გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკურ ველზე შექმნილი დაპირისპირების ხარისხი არ გადაგვეტანა საზოგადოებაში და ჩვენი მხრიდან ეს პოზიცია გავამყარეთ პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივით.ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივა იყო. ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან არც რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი. ამ ინიციატივას არ ყოლია მხარეები. ამის სანაცვლოდ არავისთვის არაფერი მოგვითხოვია. ჩვენ ინციატივა საზოგადოებას წარვუდგინეთ, ოპოზიცია აქ მხარე საერთოდ არ ყოფილა! მხარე მხოლოდ ამომრჩეველია და თუ ის გაგვინაწყენდა, მან იცის, რა დოზით მოგვთხოვოს პასუხი, რასაკვირველია საარჩევნო ყუთთან და არა ქვეყნის დამანგრეველი ჯახისას, როგორც ეს ძველ და ახალ „ნაცმოძრაობას“ და მათ სატელიტებს წარმოუდგენიათ!მიუხედავად ამისა, დაიწყო ახალი ჯახის მზადება..... წალეკეს მედიაველი შეძახილებით წავართვით! დავაჩოქეთ! გავანადგურეთ! იტაცებენ საქართველოს! შტურმი მიიტანეს ეკლესიაზე, ჩართეს "ფეიკნიუსების" ყველა მექანიზმი... სამ თვეზე მეტი ლანძღვა-გინებაზე ორიენტირებული მიტინგები არ შეუჩერებიათ.

აი მაშინ უკვე კვლავ დაბრუნდა განხილვების ფორმატში ჩემი კოლეგების დავიწყებული შეკითხვა - „კი მაგრამ, ვისთან ერთად ვაპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის სტაბილურობაზე, თუნდაც უმრავლესობის აღების შემთხვევაში?!“.მოვიგონოთ, რომ ეს ხალხი, მცირე გამონაკლისის გარდა, ჯერ 2024 წელს პროპორციული არჩევნების მხარდაჭერაზე დავითანხმეთ დიდი ძალისხმევით, მერე კი ამაზე 2020 წლისათვის შევითანხმეთ. კონსტიტუციაც შევცვალეთ, მოგაგონებთ, რომ ეს პროცესიც ნაცჯგუფის მხრიდან სრული დესტრუქციის პირობებში წარიმართა.

შემდეგ რა მოხდა? სწორედ საპარლამენტო განხილვების წინ, ნაცვლად ჩვენი ინიციატივის პოზიტიურობაზე სულ მცირე მინიშნებისა, საკუთარი ვერსია შემოგვთვაზეს, რასაკვირველია სახეცვლილი. როგორ თუ მხარი არ დაგვიჭირეთო, ინიციატივა არ გადმოგვიფორმეთო და ლანძღვა გინებამ კულმინაციას მიაღწია. და ამ ფონზე გაუკვირდათ კიდეც - როგორ თუ შერეული სისტებმის მომხრეებმა გინება არ შეირჩინეს და თავდახრილებმა და შეურაცხყოფილემა გაბედეს ხმის ამოღებაო, როგორ თუ სკეპტიციზმმა იმატაო! ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ყველა ღონე იხმარეს რათა ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერა არ მომხდარიყო, ხოლო უმრავლესობა გახლეჩილიყო.

დაფიქრდით, იქნებ სწორედ ეს იყო მიზანი, რამეთუ სააკაშვილის მიერ არაერთგზის დაანონსებული რევოლუციური გზა მათთვის ერთადერთია წარმატების მისაღწევად. ეს ეჭვები ე.წ. „გერმანული მოდელის“ შემოთავაზებამ გამიმყარა, როცა ზუსტად იციან, რომ იგი კონსტიტუციას არ შეესაბამება და საზოგადოებას კვლავ ატყუებენ და ბარიკადებისაკენ მოუწოდებენ. ვითარება მყისიერად აისახა ვალუტის კურსზე, ეს რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამაში კი ეჭვი ნამდვილად არ მეპარება.ვიმეორებ, ჩვენ პოლიტ-ოპონენტების არავითარი ვალი არ გვაქვს. არავითარი უკანონობა არ მომხდარა. მხოლოდ ხალხს, ამომრჩეველს შეუძლია მოგვედაოს, რომ ვთქვით და ვერ შევძელით გაკეთება, თუ ამომრჩეველი გაწბილებულად ჩათვლის თავს, ამას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებზე გამოხატავს“, - წერს ვოლსკი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა