დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი „ლეიბორისტი“ მეტოქე ჯერემი კორბინი 12 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნების წინ გამართული პირველი სატელევიზიო დებატების დროს „ბრექსითის“ საკითხზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დებატების დროს კორბინმა განაცხადა, რომ ის „ბრექსითის“ შესახებ ევროკავშრთან ხელახალ მოლაპარაკებებს გამართავს, საბოლოო სიტყვის უფლებას ხალხს მისცემს და მათ სურვილს პატივს სცემს.
ბორის ჯონსონის კითხვაზე, კერძოდ რის გაკეთებას აპირებს ამ კუთხით, ჯერემი კორბინმა უპასუხა, რომ ჩაატარებს რეფერენდუმს და ხალხის გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს, ხოლო ბლოკთან ახალ სავაჭრო შეთანხმებას ქვეყანა 2020 წლის ბოლომდე გააფორმებს.
დებატების დროს „კონსერვატორებისა“ და „ლეიბორისტების“ ლიდერებმა სხვა საკითხებზეც იკამათეს, მათ შორის ანტისემინიზმსა და „ჯანდაცვის ეროვნულ სერვისზე.“
დებატების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 51 პროცენტმა განაცხადა, რომ დებატები ბორის ჯონსონმა მოიგო, 49 პროცენტმა კი გამარჯვებულად კორბინი დაასახელა.
შეგახსენეთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბერს გაიმართება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ „კონსტერვატორებს“ ამომრჩეველთა 42 პროცენტი უჭერს მხარს, „ლეიბორისტებს“ - 30 პროცენტი, „ლიბერალ-დემოკრატებს“ -15 პროცენტი, „ბრექსითის პარტიას“ კი - ამომრჩეველთა 4 პროცენტი.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"