რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება

უძრავი ქონების პირველი ქართული სკოლის - რესქულის გუნდმა 11 ნოემბერს მომავალ მსმენელებსა და სკოლის კონცეფციით დაინტერესებულ პირებს უმასპინძლა. დამსწრეებს საშუალება მიეცათ, შეხვედროდნენ რესქულის ტრენერებს, რომლებიც კოლიერსის პრაქტიკოსი უძრავი ქონების ექსპერტები არიან, პირადად დაესვათ მათთვის შეკითხვები და გაცნობოდნენ იმ სასწავლო გარემოს, სადაც ტრენინგები წარიმართება. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სკოლისა და დაგეგმილი კურსების შესახებ.

რესქული 25 ნოემბერს შეფასების კურსით აიღებს სტარტს. კურსზე დარეგისტრირებულები ამჟამად სწავლის დასაწყებად საჭირო გასაუბრების ეტაპს გადიან. 4 თვიანი სწავლების განმავლობაში რესქულის მსმენელები საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს გაეცნობიან და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოუმუშავდებათ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გაცნობით, ლექტორების მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებითა და ქართული ბაზრისათვის შესაბამისი მაგალითების გამოყენებით. კურსდამთავრებულები გაერკვევიან უძრავი ქონების სექტორში მიმდინარე ტრანზაქციებსა და პროცესებში, შეძლებენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი აქცენტების დასმას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და წარმატებული ინვესტიციების შეფასებას. სწორედ ამ უნარებიდან და მიღებული ცოდნიდან გამომდინარე, ისინი თავისუფლად დაადგენენ ქონების ღირებულებას და მარტივად მოახდენენ ინტეგრაციას თანამედროვე კონკურენტულ გარემოში.

შეგახსენებთ, რომ რესქული უძრავი ქონების პირველი სკოლაა საქართველოში, რომელიც კოლიერსმა სწორედ იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისთვისაც მეორე პროფესიული ამოსუნთქვის დროა. რესქულში სწავლა ყველა იმ მსურველისთვისაა შესაძლებელი, ვისაც ნულიდან სურს უძრავი ქონების სფეროში ფეხის მოკიდება, ან უკვე აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება. ასე რომ, 25 ნოემბრიდან უკვე რესქულთან ერთად შეგიძლიათ შესაძლებლობების გაფართოება და კარიერული განვითარების დაჩქარება.

www.reschool.ge

join@reschool.ge

+995322111277

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2020
ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა