საქალაქო სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებული ზუკა ბერძენიშვილის, ბექა ბასილაიას და კიდევ 4 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული კიდევ 6 პირის - ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესის დაწყებისას ბექა ბასილაიამ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ბასილაიამ შუამდგომლობაში განმარტა, მოსამართლის მიერ უხეშად იქნა კანონმდებლობა დარღვეული, ვინაიდან გუშინ დაკავებული პირები გაურკვეველი სტატუსით უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

მოსამართლემ ბექა ბასილაიას აღნიშნულ შუამდგომლობაზე სამართლებრივი საფუძვლის დასახელება მოსთხოვა.

ბექა ბასილაიას განმარტებით, თუ მოსამართლეს ნორმის მითითება სჭირდებოდა, ის შუამდგომლობას უკან გაიწვევდა.

ცოტა ხანში მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან რამდენიმე პირი გააძევა, მათ შორის, ნინო დანელია.

"მეც ვიყავი და მეც ვიგინებოდი, შს მინისტრსაც შევაგინე, პრემიერსაც შევაგინე. სამართლიან გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებთ, საღამოს თქვენ შეგაგინებთ", - განაცხადა დარბაზიდან გაძევებისას ერთ-ერთმა პირმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს