სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან

BDO სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს SAP Business One-ის დანერგვაზე 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. სპეციალურ პირობები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

საქართველოს სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე წამყვანი კომპანიები განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ERP სისტემა SAP Business One-ს, BDO-ს სამშენებლო მოდულთან ერთად ნერგავენ. „კაუკასუს როუდს პროჯექტი“, Unix Development, BBC, „ინსტა“, Domson’s Engineering - ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც SAP Business One-ის დანერგვით უკვე კონკრეტულ სარგებლებს იღებენ.

პროგრამის საშუალებით კომპანიები ყველა ძირითადი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას ახდენენ. შესაძლებელია ხდება პროექტის წინასწარი კალკულაცია, სამუშაო გეგმის, შესყიდვების გეგმის, ფულადი ნაკადების მოძრაობის გეგმის და რეალური ოპერაციების აღრიცხვა, ასევე, გეგმა-ფაქტის ანალიზი. ეს ყველაფერი, გონივრული მენეჯმენტის პირობებში, სწრაფად აისახება კომპანიის მომგებიანობაზე. SAP Business One-ისა და BDO-ს სამშენებლო მოდულის დანერგვით მოგება ამ ინდუსტრიის კომპანიებში 2 წლის თავზე საშუალოდ 10%-20%-ით იზრდება. გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტს აქვს სრულყოფილი მენეჯერული და ფინანსური რეპორტები, რომლების საშუალებითაც ხედავენ კომპანიაში მიმდინარე პროცესების სრულ სურათს, მათ შორის კონკრეტული პროექტების ჭრილში, და იღებენ სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.

ERP სისტემის დანერგვა კომპლექსური პროცესია, რომელიც როგორც პროვაიდერის, ასევე კლიენტი კომპანიის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. კომპანიას უნდა ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ თუ რას ელოდება პროექტისგან - რა კონკრეტული სარგებელი უნდა რომ მიიღოს.

ERP სისტემის არჩევისას ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი საიმედო პროვაიდერის შერჩევაა. დამნერგავ გუნდი გარდა იმისა, რომ პროგრამულ ნაწილშია კომპეტენტური, კარგად უნდა ესმოდეს მომხმარებლის ბიზნეს პროცესები და მას შესთავაზოს არა მხოლოდ ინსტრუმენტი, არამედ კონკრეტული გადაწყვეტები.

BDO მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კომპანიაა ბიზნეს სერვისების მიმართულებით, შესაბამისად, მისი კლიენტები საერთაშორისო დონის მომსახურებას იღებენ.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2020
ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა