საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი - პროვოკაციაზე არიან და ცდილობენ მთავრობის ადმინისტრაციის ცენტრალურ შესასვლელს დაადონ ბოქლომი, ვინც კანონს დაარღვევს, დავაკავებთ

ცენტრალური შენობის კარი არ ჩაიკეტება. ვინც პოლიციას არ დაემორჩილება და კანონს დაარღვევეს, დავაკავებთ,- ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარზე ბოქლომის დადებას ცდილობენ.

როგორც სირაძე აცხადებს, შენობის ბლოკირება კანონდარღვევაა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს მიუთითეს სხვა ადგილი, სადაც ფორმალურად შეუძლიათ ბოქლომის დადება, მაგრამ ისინი პროვოკაციას მიმართავენ.

„ ვინც პოლიციას არ დაემორჩილება და კანონს დაარღვევეს დავაკავებთ, ვაშაძე იქნება თუ სხვა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მეც თქვენც და ყველა პოლიტიკური ლიდერიც. გარკვეული პირები ცდილობენ ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას და ბოქლომის დადებას, ჩვენ მოვუწოდეთ და მივუთითეთ, რომ ცენტრალური შესასვლელი კარის გვერდით მხარეს, სადაც კარის გაღებას არ შეუშლის ხელს, ფორმალურად, რადგანაც პროტესტს გამოხატავენ შეუძლით დაადონ ბოქლომი, მაგრამ არიან პროვოკაციაზე და ცდილობენ ცენტრალურ შესასვლელს დაადონ ბოქლომი. კარის ჩაკეტვა გამორიცხულია. არაერთხელ ავუხსენით, რომ ეს კანონის დარღვევაა. პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში, ვინც არ დაემორჩილება, დავაკავებთ“, -აცხადებს სირაძე.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს